ა) სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებზე, საერთაშორისო მიმოსვლის პორტებში, აეროპორტებში, სარკინიგზო და ავტოსადგურებში (შემდგომში – გამტარი პუნქტები)სამედიცინო სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლით;
ბ) ქვეყნის ტერიტორიაზე დაავადებათა შემოტანის ან გამოვლინების შემთხვევაში, მათ შორის ბუნებრივ ენდემიურ კერებში, ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებით;
გ) ადამიანის ჯანმრთელობისათვის პოტენციურად საშიში ტვირთების შემოტანის შემთხვევაში სანიტარიულ-ჰიგიენური ღონისძიებებით.
2. ტერიტორიის სანიტარიული დაცვის ღონისძიებათა ორგანიზაციასა და მათ შესრულებაზე კონტროლს სამხედრო ნაწილებსა და სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ობიექტებში, რომელთაც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ეკისრებათ უწყებრივი სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა, ახორციელებს შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურები ამ სანიტარიული წესებისა და ნორმების შესაბამისად.
3. საქართველოს ტერიტორიის სანიტარიული დაცვის ღონისძიებები ხორციელდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სანიტარიული დაცვის კომპლექსური გეგმების შესაბამისად, რომელთაც შეიმუშავებს ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოები (დაწესებულებები) და ამტკიცებს ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის შესაბამისი ორგანოები.
სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის ორგანიზაც