ა) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მედიკო-სანიტარიული წესებით დადგენილი წესებითა და ვადებში;

ბ) საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ დადგენილი წესებითა და ვადებში;

გ) სახელმწიფო ხელისუფლების აღმასრულებელ ორგანოებში, სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ორგანოებსა და საზღვარგარეთის ქვეყნების წარმომადგენლობებში მათი მოთხოვნის შესაბამისად;

დ) საქართველოს სანიტარიული ზედამხედველობის დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებით განსაზღვრული წესებითა და ვადებში.

2.  სამინისტრო აწვდის რიგგარეშე ინფორმაციას ქვეყანაში დაავადების შემოტანის ან კერის აღმოცენების შესახებ, აგრეთვე საკვებ პროდუქტებთან ან ტოქსიკურ ნივთიერებებთან დაკავშირებული მასიური არაინფექციური დაავადებების (მოშხამვების) შესახებ საქართველოს მთავრობას დადგენილი წესებით განსაზღვრულ ვადებში.

3.  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ორგანოები აწვდის ინფორმაციებს ეპიდემიოლოგიური და ეპიზოოტიური მდგომარეობის შესახებ მხარეებში, რაიონებსა და ქალაქებში:

ა) სამინისტროს სისტემის დაწესებულებებს სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ დადგენილი წესებითა და ვადებში;

ბ) სახელმწიფო ხელისუფლების აღმასრულებელ ორგანოთა დაწესებულებებს, საწარმოებს, დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, ცალკეულ მოქალაქეებს მათი მოთხოვნის მიხედვით.

4.  სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურები და დაწესებულებები აწვდიან რიგგარეშე ინფორმაციებს დაავადების შემოტანის ან დაავადებების კერის აღმოცენების შესახებ, საკვები პროდუქტებით ან ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედებით გამოწვეული არაინფექციური დაავადების (მოშხამვების) მასიური შემთხვევების შესახებ, აგრეთვე იმპორტული საკვები პროდუქციის რეალიზაციის (მოხმარების) აკრძალვის ან შეჩერების შესახებ:

ა) ჯანმრთელობის დაცვის სისტემის დაწესებულებებს დადგენილი წესებითა და ვადებში;

ბ) სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციებს, რომლებიც მდებარეობს ქვეყნის იმ რაიონებში, სადაც იგზავნება ან საიდანაც მოდის სარეალიზაციოდ აკრძალული საკვები პროდუქტები სამინისტროს მიერ დადგენილი წესებითა და ვადებში.

5.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან მიღებულ ინფორმაციას ანალიზს უკეთებს სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი და შემდეგ აწვდის:

ა) სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციებსა და დაწესებულებებს დადგენილი წესებითა და ვადებში;

ბ) სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების დაწესებულებებს, ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებს, წარმოებებს, ორგანიზაციებს, დაწესებულებებსა და მოქალაქეებს მათი მოთხოვნების მიხედვი