ა) ქვეყნის ტერიტორიაზე დაავადების შემოტანის მაქსიმალურად შეზღუდვის მიზნით, სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებში შემოსულ სატრანსპორტო საშუალებებზე, გარდა სახმელეთო ტრანსპორტისა, მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებზე ტარდება სანიტარიულ-საკარანტინო ზედამხედველობა, რომელიც წინ უსწრებს სახელმწიფო კონტროლის ყველა სხვა სახეს;

ბ) საერთაშორისო მედიკო-სანიტარიული წესების შესაბამისად შემოსული სატრანსპორტო საშუალებისათვის (გარდა სახმელეთო ტრანსპორტისა), ეკიპაჟის წევრებისა და მგზავრებისათვის თავისუფალ ურთიერთობაზე თანხმობის მიცემა სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებთან, საბაჟო ორგანოებთან, ვეტერინარული, ფიტოსანიტარიული და საემიგრაციო სამსახურების წარმომადგენლებთან;

გ) ქვეყანაში შემოსული სამედიცინო სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლქვემდებარე პროდუქციისა და ტვირთების სამედიცინო სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლი (შემოწმება დოკუმენტებისა, რომლებიც ასაბუთებს შემოტანილი საქონლისა და ტვირთების შესაბამისობას საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ სანიტარიულ წესებისა და ნორმების მოთხოვნებთან) ხორციელდება სასაზღვრო კონტროლის შემდეგ განბაჟებამდე;

დ) ინსპექციის მიერ საბაჟო ორგანოსათვის დასკვნის წარდგენა პოტენციურად საშიში პროდუქციისა და ტვირთების გადაადგილებაზე თანხმობის შესახებ, ან იმ პროდუქციისა და ტვირთების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის აღკვეთის ან დროებითი შეჩერების შესახებ, რომლის მიმართ სამედიცინო სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელებისას დადგენილი იქნება, რომ მათი გადაადგილება შექმნის ინფექციურ და მასობრივ არაგადამდებ დაავადებათა (მოშხამვების) გავრცელების საშიშროებას.

2.საზღვაო პორტებსა და აეროპორტებში 1-ლ პუნქტში ჩამოთვლილი ღონისძიებების გარდა, დამატებით ხორციელდება:

ა) საერთაშორისო მედიკო-სანიტარიული წესების შესაბამისად სანიტარიულ-საკარანტინო ზედამხედველობის სამმართველოს (განყოფილების) პასუხისმგებელი პირების მიერ, რომლებიც უზრუნველყოფენ სამედიცინო სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს, სატრანსპორტო საწარმოს ადმინისტრაციისა ან სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრესათვის თანხმობის გაცემა დაავადებებზე არაკეთილსაიმედო ქვეყნიდან მომავალი გემისა ან თვითმფრინავის თავისუფალ ურთიერთობებზე პორტთან ან აეროპორტთან, თუ გემის ან თვითმფრინავის ჩამოსვლამდე (არა უგვიანეს 30 წუთით ადრე) მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაავადებების შემოტანის საშიშროება არ არის;

ბ) გემის კაპიტანმა რეისის გზაზე უახლოესი პორტის ან დანიშნულების პორტის სანიტარიულ-საკარანტინო სამმართველოს (განყოფილებას) დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს:

ბ.ა) ბორტზე მგზავრებს ან ეკიპაჟის წევრებს (მათ შორის, გემიდან ჩასული პირები) შორის გარდაცვლილის ან დაავადების ნებისმიერი შემთხვევის შესახებ 15 დღის განმავლობაში ჩასვლის დღის გათვალისწინებით, ან საქართველოს პორტიდან გამოსვლის დღიდან გასული პერიოდის განმავლობაში (რომელი პერიოდიც უფრო მოკლეა);

ბ.ბ) რადიოთი 24 სთ-ით ადრე ჩასვლამდე მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს შორის დიარეის შემთხვევათა რიცხვი (მათ შორის, ნული), რაც აღნიშნულია გემის სამედიცინო ჟურნალში მიმდინარე კრუიზის განმავლობაში;

ბ.გ) დიარეის ყველა შემთხვევა, რომელსაც ადგილი ექნება 24 სთ-ით ადრე გაგზავნილი შეტყობინების შემდეგ, ჩასვლამდე არა უგვიანეს 4 სთ-ით ადრე.

გ) თვითმფრინავის კაპიტანმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მისი რეისის გზაზე უახლოესი აეროპორტის ან დანიშნულების აეროპორტის სანიტარიულ-საკარანტინო განყოფილებას ბორტზე მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს შორის გარდაცვალების ან ავადმყოფობის ნებისმიერი შემთხვევის შესახებ.

1.  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან ან სხვა უწყებიდან მიღებული ოპერატიული ინფორმაციების საფუძველზე სხვა ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური სიტუაციების გამწვავებისას ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფები ამკაცრებენ სასაზღვრო-საკარანტინო ზედამხედველობას აღნიშნული ქვეყნების მიმართ, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე სასაზღვრო გასასვლელის დროებით ჩაკეტვის ან მოძრაობის შეზღუდვისას განახორციელებს შესაბამის დამცავ ღონისძიებებს.

2.  საქართველოს ტერიტორიიდან პირების გასვლა ხორციელდება სანიტარიულ-საკარანტინო ზედამხედველობის გარეშე გარდა:

ა) ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინაციისა ან რევაქცინაციის საერთაშორისო მოწმობის შემოწმება.

ბ) სხვა ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებაზე გადაწყვეტილებას ღებულობს სამინისტრო, მსოფლიო ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციიდან მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე.

5.  საქართველოს ტერიტორიიდან სატრანსპორტო საშუალებების გასვლისას, ხორციელდება:

ა) საზღვაო პორტებში – გემის სანიტარიულ-საკარანტინო დათვალიერების შემდეგ თანხმობის გაცემა თავისუფალ ცურვაზე გემის სანიტარიული დეკლარაციის გაფორმებით, დერატიზაციისაგან გათავისუფლების ან დერატიზაციის ჩატარების შესახებ, თუ იგი ჩატარდა _ მოწმობის გაცემა;

ბ) აეროპორტებში – სანიტარიულ-საკარანტინო დათვალიერების შემდეგ თანხმობის გაცემა საერთაშორისო რეისის შესრულებაზე, თვითმფრინავის საერთო დეკლარაციის სანიტარიული ნაწილის გაფორმებით მასში პროფილაქტიკური დეზინფექციის ან სხვა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარების შესახებ აღნიშვნით.

გ) საავტომობილო და სარკინიგზო გადასასვლელებზე – სანიტარიულ-საკარანტინო დათვალიერება არ ხორციელდება, თუ სამინისტროს მიერ არ არის მიღებული სხვა გადაწყვეტილება.

6.  სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო ზონაში არსებულ ობიექტებსა და სატრანსპორტო საშუალებებზე (საჰაერო, სანაოსნო) სადეზინფექციო, სადეზინსექციო და სადერატიზაციო სამუშაოები ხორციელდება სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებზე სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის მიერ.

7.  სანიტარიულ-საკარანტინო ზედამხედველობის განხორციელების პრინციპები და მეთოდები რეგლამენტირებულია სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებზე სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციისა და სანიტარიულ-საკარანტინო ზედამხედველობის ქვედანაყოფების დებულებები