2. ბარგი – ეკიპაჟის წევრებისა და მგზავრების პირადი ნივთები.
3. დაავადებაზე ეჭვმიტანილი პირი – პირი, რომელიც სანიტარიულ-საკარანტინო სამსახურის მედპერსონალის დასკვნით შესაძლებელია იყოს ინფიცირებული რომელიმე დაავადებით.
4. დაავადების კერა (ეპიდემიური კერა) – ინფექციის გამომწვევი წყაროს ადგილსამყოფელი და მის გარშემო ტერიტორია, რომლის ფარგლებში შესაძლებელია დაავადების გამომწვევის გავრცელება, რაც განპირობებულია შესაბამისი ინფექციის გადაცემის მექანიზმით.
5. დაავადებული პირი – პირი, რომელიც არის დაავადებული რომელიმე დაავადებით, ან როგორც შემდგომში აღმოჩნდება იმყოფება ინკუბაციურ პერიოდში.
6. დაინფიცირებული რაიონი – ადმინისტრაციული ტერიტორია ან მისი ნაწილი, სადაც გამოვლინდა დაავადებული რომელიმე იმ ინფექციით, რომლებზეც ვრცელდება სანიტარიული წესები, და სადაც სოციალ-ეკონომიკური თავისებურებების, მოსახლეობის სიმჭიდროვის, მიგრაციის ინტენსივობის, არაკეთილსაიმედო სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური პირობებისა და დაავადებების გამომწვევების პოტენციური წყაროებისა და გადამტანების არსებობის გათვალისწინებით იქმნება შესაძლებლობა მოცემული დაავადების გავრცელებისათვის. დაინფიცირებული რაიონის საზღვრებს ადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ტერიტორიული ორგანოები სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით.
7. დეზინსექცია – ღონისძიება, რომელიც ითვალისწინებს ეპიდემიოლოგიური და სანიტარიულ-ჰიგიენური მნიშვნელობის ფეხსახსრიანთა განადგურებას გემებზე, თვითმფრინავებში, მატარებლებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში, კონტეინერებში, სახელმწიფო საზღვრების გამტარ პუნქტებზე – პორტებში, რკინიგზისა და საავტომობილო სადგურებში, აგრეთვე დაავადებათა კერებში.
8. დერატიზაცია – ღონისძიება, რომელიც მიმართულია ეპიდემიოლოგიური და სანიტარიულ-ჰიგიენური მნიშვნელობის მღრღნელების გასანადგურებლად გემებზე, თვითმფრინავებში, მატარებლებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში, კონტეინერებში, პორტებში, რკინიგზისა და საავტომობილო სადგურებში, აგრეთვე დაავადებათა კერებში.
9. დღე – პერიოდი 24 საათის განმავლობაში.
10. ენდემია (ენზოოტია) – მოცემულ ტერიტორიაზე განსაზღვრული დაავადების მუდმივი არსებობა, თავისი ეპიდემიოლოგიური (ეპიზოოტიური) გამოვლინებებით.
11. ენდემიური რაიონი – შეზღუდული ტერიტორია, რომელზეც მუდმივად რეგისტრირდება დაავადების შემთხვევები და ადგილი აქვს დაავადების გამომწვევის ცირკულაციას.
12. ეპიდემია – ინფექციური (ინვაზიური) დაავადების მთელ მოსახლეობაში ან მის მნიშვნელოვან კონტინგენტებში გავრცელება.
13. ეპიდემიის საშიშროება – მდგომარეობა და პირობები, როდესაც არის დაავადების მასიური შემთხვევების აღმოცენებისა და გავრცელების ალბათობა, აგრეთვე მათი შემოტანის მაღალი ხარისხი იმ პირობებში, როდესაც არსებობს მგრძნობიარე მოსახლეობა და შესაძლებელია დაავადების გამომწვევის ინტენსიური გავრცელება.
14. იზოლაცია – ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიება მიმართული ინფექციის წყაროს (ავადმყოფი ან ბაქტერიომტარებელი) განმხოლოებისათვის ადამიანთა კოლექტივიდან (მედპერსონალის გარდა, რომლებიც ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობებს).
15. კარანტინი – ეპიდსაწინააღმდეგო და პროფილაქტიკური ღონისძიებები დაავადებების სახელმწიფოდან ან ობიექტებიდან გატანის ან შეტანის აცილების მიზნით, რომლებიც ტარდება დაინფიცირებულ რაიონებში, პორტის, აეროპორტის, რკინიგზისა და ავტოსატრანსპორტო სადგურების ტერიტორიებზე, სატრანსპორტო საშუალებებზე და გულისხმობს დაავადებულთა და მათთან კონტაქტში მყოფი პირების, ინფიცირებული ტვირთების, კონტეინერების გარკვეული დროით იზოლაციასა და მათთან კონტაქტის შეწყვეტას.
16. კონტეინერი – წარმოადგენს მრავალჯერადი გამოყენების სატრანსპორტო მოწყობილობას, რომლის კონსტრუქცია უზრუნველყოფს გადასაზიდი ტვირთის დაცვას ერთ ან სხვადასხვა სახის ტრანსპორტზე და აღჭურვილია სამარჯვებით დატვირთვისათვის, გადმოტვირთვისათვის და გადატვირთვის ოპერაციების დასაჩქარებლად.
17. მოწმობა ვაქცინაციის შესახებ – ვაქცინაციის საერთაშორისო სერტიფიკატში დადასტურება ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინაციის ან რევაქცინაციის შესახებ დანართი 6-ის შესაბამისად.
18. თანხმობა თავისუფალ ურთიერთობაზე პორტებსა და აეროპორტებთან – საერთაშორისო მედიკო-სანიტარიული წესის შესაბამისად თანხმობის მიცემა გემისთვის პორტში შესასვლელად, მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების გადმოსასმელად და შემდგომი ოპერაციების ჩატარების დასაწყებად ან თანხმობის მიცემა თვითმფრინავისათვის დაფრენის შემდგომ მგზავრების ჩამოსასმელად და შემდგომი ოპერაციების გასაგრძელებლად.
19. საერთაშორისო რეისი – გადაყვანა-გადაზიდვა ორ ან მეტ სახელმწიფოს ტერიტორიაზე განლაგებულ აეროპორტებს, პორტებს, რკინიგზებსა და ავტოსადგურებს შორის, ან რეისი ერთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე განლაგებულ აეროპორტებს, პორტებს, რკინიგზებსა და ავტოსადგურებს შორის, თუკი ასეთი რეისის დროს სატრანსპორტო საშუალებას ურთიერთობა აქვთ სხვა რომელიმე სახელმწიფოს პორტთან, აეროპორტთან ან სადგურთან.
20. საკარანტინო დაავადებები – ინფექციურ დაავადებათა ჯგუფი (შავი ჭირი, ქოლერა, ყვითელი ცხელება, ყვავილი, მმრს), რომელთა წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები რეგლამენტირებულია საერთაშორისო მედიკო-სანიტარიული წესებით.
21. სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო კომისია (სეკ) – სახელმწიფო აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან არსებული უწყებათაშორისი ორგანო, რომელიც კოორდინაციას უწევს მოსახლეობის სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მიმართულ საქმიანობას.
22. სამედიცინო სანიტარიულ-საკარანტინო დათვალიერება – გემის, თვითმფრინავის, მატარებლისა ან ავტოსაგზაო სატრანსპორტო საშუალების გამოკვლევა, მასზე მყოფი პირების წინასწარი სამედიცინო დათვალიერება (იგი არ გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების პერიოდულ გამოკვლევას მასზე დერატიზაციის ჩატარების აუცილებლობის განსაზღვრის მიზნით), ტვირთის, ბარგის დათვალიერება, მედიკო-სანიტარიული დოკუმენტაციის შემოწმება წინამდებარე სანიტარიული წესების თანახმად და ტვირთის ხარისხისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შემოწმება.
23. სანიტარიულ-საკარანტინო ზედამხედველობის სამმართველოს (განყოფილება) – საზღვაო პორტებში, აეროპორტებში, ავტოსაგზაო და სარკინიგზო გადასასვლელებზე სახელმწიფო საზღვრის გამტარი პუნქტების ტერიტორიაზე არსებულ შენობათა და სათავსოთა კომპლექსი, რომელიც გამოიყენება სანიტარიულ-საკარანტინო ზედამხედველობის განხორციელებისთვის.
24. სამედიცინო სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლი – სახელმწიფო სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სპეციალიზებული სახე, რომელიც ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებსა და საბაჟო პუნქტებში საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო მედიკო-სანიტარიული წესების შესაბამისად, ქვეყანაში საკარანტინო და სხვა ინფექციური დაავადებების, აგრეთვე ადამიანის ჯანმრთელობისათვის პოტენციურად საშიში ტვირთების შემოტანისა და გავრცელების აღსაკვეთად.
25. სატრანსპორტო საშუალება – მგზავრების გადასაყვანად და ტვირთების გადასატანად გამოყენებული მოძრავი სატრანსპორტო ერთეული საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო, საჰაერო, სპეციალური, მათ შორის, პნევმატური ტრანსპორტი, საქალაქო ელექტრო ტრანსპორტი, მათ შორის, მეტროპოლიტენი და საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული მილსადენი ტრანსპორტი..
26. სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე პასუხისმგებელი პირი (შემდგომში – პასუხისმგებელი პირი) – პირი (კაპიტანი, მეთაური, უფროსი, ბრიგადირი), რომელზეც დაკისრებულია გემზე, თვითმფრინავზე, მატარებელსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე თანამდებობრივი უფლებამოვალეობანი.
27. სატრანსპორტო საშუალების ეკიპაჟი – გემზე, თვითმფრინავზე, მატარებელსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მყოფი მომსახურე პერსონალი (ეკიპაჟი, ბრიგადა).
28. სატრანსპორტო საშუალებების მფლობელი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც მოცემულ პერიოდში ფლობს სატრანსპორტო საშუალებას.
29. სატრანსპორტო საწარმო – საზღვაო პორტი, აეროპორტი, რკინიგზა და ავტოსადგური, დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმის მიუხედავად, რომელიც გახსნილია საერთაშორისო ურთიერთობებისთვის და, რომლის ტერიტორიაზეც ფუნქციონირებს სახელმწიფო საზღვრის გამტარი პუნქტი.
30. პროდუქცია – სამრეწვო-ტექნიკური დანიშნულების ნაწარმი, რომლის წარმოება, ტრანსპორტირება, შენახვა და გამოყენება საჭიროებს ადამიანის უშუალო მონაწილეობას, მოსახლეობის მიერ პირადი და საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის გამოყენებული საქონელი, საკვები პროდუქცია (მათ შორის, ეთილის სპირტი, ალკოჰოლური სასმელები და წყლის სასაქონლო პროდუქცია), თამბაქო, თამბაქოს ნაწარმი, აგრეთვე ინგრედიენტები და ნედლეული მათი წარმოებისათვის.
31. პოტენციურად საშიში პროდუქცია და ტვირთი – პროდუქცია ან ტვირთი, რომელიც შეიცავს ბიოლოგიურ, ქიმიურ, ფიზიკურ ფაქტორებს და რომლებიც ახდენენ ან შეიძლება მოახდინონ მავნე ზეგავლენა ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ან მომავალი თაობების ჯანმრთელობაზე. პროდუქციის უსაფრთხო გამოყენებას უზრუნველყოფს მასში აღნიშნული ფაქტორების ჰიგიენური ნორმირება და სანიტარიული ნორმების მოთხოვნების დაცვა, რომლის ჩამონათვალი განისაზღვრება და მტკიცდება კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად.
32. სახელმწიფო საზღვრის გამტარი პუნქტი – საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული გზატკეცილის ან გზის მონაკევთის, რკინიგზის, სადგურის, პორტის, ნავსადგურის, აეროპორტის ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სახის კონტროლი.
33. სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებზე სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექცია – სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს ტერიტორიის სანიტარიული დაცვის ღონისძიებათა კომპლექსის ორგანიზაციას, კონტროლსა და შესრულებას ქვეყნის სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო ზონაში.
34. სპეციალიზებული ეპიდსაწინააღმდეგო ბრიგადა (სებ) – მოძრავი ფორმირება, რომელიც მუდმივ მზადყოფნაშია ეპიდსაწინააღმდეგო და პროფილაქტიკური ღონისძიებების გასატარებლად საგანგებო სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სიტუაციებისას ან მათი წარმოშობის მოსალოდნელი საშიშროების შემთხვევაში.
35. ფრენა – დრო, თვითმფრინავის აფრენის წინ კარების დაკეტვიდან მის გახსნამდე დაფრენის შემდეგ.
36. შემოტანილი შემთხვევა – დაავადებული პირი ჩამოსული საერთაშორისო რეისით.
ტერიტორიის სანიტარიული დაცვის საკითხებზე ინფორმაციული უზრუნველყოფის თანამიმდევრობა (რეჟიმ