1. იმ დაავადებების მიმართ, რომლებზეც ვრცელდება სანიტარიული წესები:
ა) საქართველოს საზღვრის გამტარ პუნქტებზე სანიტარიულ-საკარანტინო ზედამხედველობის განხორციელების დროს;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების დროს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი ადამიანის ჯანმრთელობისათვის პოტენციურად საშიში ტვირთების მიმართ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებზე სანიტარიულ-საკარანტინო ზედამხედველობის განხორციელებისა და საბაჟო პუნქტებში ტვირთების გაფორმებისას.
3. საქართველოს ტერიტორიის სანიტარიული დაცვა უზრუნველყოფილია:
ა) საქართველოს ტერიტორიის სანიტარიული დაცვის კომპლექსური ღონისძიებებით, რომლებსაც ახორციელებს სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების პასუხისმგებელი პირები, ასევე საქართველოს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურები და დაწესებულებები, მათი კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) სახელმწიფო სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის განხორციელებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნათა და სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების შესრულებაზე, აგრეთვე წინამდებარე სანიტარიული წესების მოთხოვნათა დაცვაზე;
გ) სამედიცინო სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელებით ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო ზონაში;
დ) მუდმივი ეპიდემიოლოგიური მეთვალყურეობის დაამყარებით შავი ჭირის, მალარიის, ტულარემიისა და სხვა ინფექციური დაავადებების ენდემიური კერების ტერიტორიებზე;
ე) სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო მეთოდური და ნორმატიული დოკუმენტების შემუშავებითა და დანერგვით, რომლებიც ახდენს ტერიტორიის სანიტარიული დაცვის ღონისძიებების ორგანიზაციისა და ჩატარების წესის რეგლამენტირებას, ასევე დაავადებებისა და საკვებ პროდუქტებთან ან ტოქსიკურ ნივთიერებებთან დაკავშირებული არაინფექციური დაავადებების კონტროლის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის თანამედროვე მეთოდებს;
ვ) დაავადებების ქვეყანაში შემოტანისა და გავრცელების საშიშროების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით საკარანტინო და სხვა შემზღუდველი ღონისძიებების შემოღებით, რომლებიც ითვალისწინებს მოსახლეობის ცხოვრების, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირების გადაადგილებისა და ტვირთების შემოტანის, სამეურნეო საქმიანობისა და საქონლის რეალიზაციის (გამოყენება, მოხმარება) განსაკუთრებულ პირობებსა და რეჟიმს;
ზ) პირობებისა და რეჟიმის, აგრეთვე ტერიტორიის სანიტარიული დაცვის ღონისძიებათა მიზნობრივი პროგრამებისა და კომპლექსური გეგმების შემუშავებითა და განხორციელებით;
თ) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციის გავრცელებით მსოფლიოში საკარანტინო დაავადებებით ავადობის შესახებ;
ი) საქართველოს ტერიტორიაზე დასნებოვნებული რაიონების არსებობის, დაავადებებისა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის პოტენციურად საშიში ტვირთების შემოტანის შემთხვევების, აგრეთვე ჩატარებული ეპიდსაწინააღმდეგო და სანიტარიულ-ჰიგიენური ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით;
კ) ინფორმაციის გაცვლით ტერიტორიის სანიტარიული დაცვის საკითხების შესახებ ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ნაციონალურ ორგანოებთან.
ტერმინები და განმარტებე