2.  აღნიშნული წესები ვრცელდება საკარანტინო დაავადებებზე (შავი ჭირი, ქოლერა, ყვითელი ცხელება, ყვავილი, მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი (მმრს)), კონტაგიოზურ ვირუსულ-ჰემორაგიულ ცხელებებზე, მალარიასა და ადამიანის ჯანმრთელობითვის საშიშ სხვა ინფექციურ დაავადებებზე: ტილისმიერი ტიფი, პოლიომიელიტი, შიდსი, დიფტერია, ბოტულიზმი, ჯილეხი, ტულარემია, ლეპტოსპიროზი, დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელებითი დაავადება (შემდგომში – დაავადებები). საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) უფლებამოსილია დაავადებების ჩამონათვალში შეიტანოს დამატებები და ცვლილებები, რის შესახებაც აუცილებლად უნდა შეატყობინოს შესაბამის უწყებებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებ