2. პროდუქციის (რომელიც წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის საგანს) დეზინფექციაზე მოწმობის გაცემა შესაძლებელია ექსპორტიორ და იმპორტიორ ქვეყნებს შორის ორმხრივი მოლაპარაკებით.
3. საფოსტო კორესპონდენციის, გაზეთების, წიგნებისა და სხვა ბეჭდური მასალის მიმართ სანიტარიული ღონისძიებები არ გამოიყენება.
4. საფოსტო ამანათების მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სანიტარიული ღონისძიებები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათში არის ცოცხალი მწერები და ცხოველები, რომლებიც შესაძლოა გახდნენ ადამიანის რომელიმე დაავადების გადამტანები ქვეყნის ტერიტორიაზე მათი შემოტანისა ან გავრცელებისას.
მოთხოვნები საერთაშორისო მიმოსვლის სატრანსპორტო საწარმოების ორგანიზაციისა და მოწყობის მიმა