2. ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში შემავალი სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებები ვალდებულნი არიან:
ა) მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ყველა ეტაპზე აქტიურად გამოავლინონ ავადმყოფები დაავადების სიმპტომებით;
ბ) ორგანიზება გაუკეთონ დაავადებულის ტრანსპორტირებას ავტოტრანსპორტით (სპეციალური) ჰოსპიტალიზაციას, კლინიკურ-ეპიდემიოლოგიურ და ლაბორატორიულ გამოკვლევებსა და მკურნალობას;
გ) აწარმოონ აღრიცხვა, ჩაუტარონ იზოლაცია და პროფილაქტიკური მკურნალობა დაავადებულთან კონტაქტში მყოფ პირებს;
დ) ინფექციის წყაროს არსებობის პერიოდში განახორციელონ დაავადების სასიგნალო სიმპტომების მქონე ყველა ავადმყოფის პროვიზორული ჰოსპიტალიზაცია და მათთან კონტაქტში მყოფ პირებზე დააწესონ სამედიცინო მეთვალყურეობა მთელი ინკუბაციური პერიოდის განმავლობაში;
ე) ჩაატარონ პნევმონიით, ლიმფადენიტებით, უცნობი ეტიოლოგიის მწვავე ცხელებებითა და დაავადებაზე საეჭვო სხვა ავადმყოფობით გარდაცვლილი გვამების გაკვეთა, აგრეთვე მოულოდნელი გარდაცვალების შემთხვევაში, როდესაც ავადმყოფს არ მიუმართავს სამედიცინო დახმარებისთვის, პათოლოგანატომიური დიაგნოზის განსაზღვრის მიზნითა და ლაბორატორიული კვლევის ჩასატარებლად შესაბამისი მასალის ასაღებად. ასეთი გვამების გაკვეთა, მათგან მასალის აღება და ტრანსპორტირება სპეციალურ ლაბორატორიებში ხორციელდება ეპიდემიოლოგიური წესების მოთხოვნათა დაცვით.
3. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოები და ინსპექციის ქვედანაყოფები, რომელიმე დაავადებით დაავადებულის ან მასზე საეჭვო პირის გამოვლენისას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ:
ა) კერის ეპიდემიოლოგიური გამოკვლევას ინფექციის წყაროს, ინფექციით დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირების, ინფექციის გადაცემის გზებისა და ფაქტორების დადგენის მიზნით;
ბ) ინფექციის კერის ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციისათვის ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების მოცულობისა და მიმართულების განსაზღვრას;
გ) ეპიდჩვენების მიხედვით კერაში დეზინფექციის, დეზინსექციის, დერატიზაციის ორგანიზებას და მათ ჩატარებაზე კონტროლს;
დ) საჭიროების შემთხვევაში დასახლებულ პუნქტებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე კერის ზოოპარაზიტოლოგიური გამოკვლევის ჩატარებას, მისი საზღვრების დადგენის მიზნით;
ე) კერის დროულ ლოკალიზაციას და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარებას მის სალიკვიდაციოდ;
ვ) ავადმყოფთან კონტაქტში მყოფი პირების იზოლაციას და აღრიცხვას;
ზ) მოსახლეობაში გაზრდილი რისკის ჯგუფებისათვის დაავადების ექსტრემალური პროფილაქტიკის ჩატარებას.
4. დეზინფექცია, დეზინსექცია და დერატიზაცია ტარდება ისე, რომ შეძლებისდაგვარად არ მიაყენოს ზიანი და არ შეუქმნას დისკომფორტი სატრანსპორტო საშუალებებს, ტვირთსა და ცალკეულ პირებს.
5. პირები, რომლებიც იმყოფებიან სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, არ ექვემდებარებიან იზოლაციას და არ იზღუდებიან გადაადგილებისას.
6. პირები, რომლებიც ექვემდებარებიან სამედიცინო მეთვალყურეობას, საჭიროების შემთხვევაში, ვალდებულნი არიან წერილობით აცნობონ თავიანთი გადაადგილების მარშრუტი, მუდმივი ან დროებითი საცხოვრებელი ადგილის მისამართი მოცემული დაავადების მთელი ინკუბაციური პერიოდის განმავლობაში, ხოლო მისამართის არარსებობის შემთხვევაში იმ ორგანიზაციის დასახელება, რომელმაც მივლინებით გააგზავნა პირი ან მიიღო იგ