1.  საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მიემგზავრებიან დაავადებებზე არაკეთილსაიმედო ქვეყნებში, აუცილებელია: სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებში ისინი გაფრთხილებულ იქნენ სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და დაავადებების რისკის არსებობის შესახებ იმ ქვეყნებში, სადაც ისინი მიემგზავრებიან, აგრეთვე დაავადებათა სიმპტომების, პირადი პროფილაქტიკისა და დაავადების შემთხვევაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, მათ შორის, პროფილაქტიკის მიზნით მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატების შეძენის მიზანშეწონილობაზე.

2.  იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა ტერიტორიებზე გამგზავრებისას საქართველოს მოქალაქეებს მოეთხოვებათ დაავადებებისა და სხვა ინფექციების საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელთაც ითხოვს სხვა სახელმწიფოები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციების თანახმად, დგინდება სამინისტროს მიერ და მიეწოდება საქართველოს ჯანდაცვის სახელმწიფო სისტემის ორგანოებსა და დაწესებულებებს, სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების დაინტერესებულ ორგანოებს, აგრეთვე ორგანიზაციებს, რომლებიც აგზავნიან მოქალაქეებს საზღვარგარეთ.

3.  ორგანიზაციები, რომლებიც მოქალაქეებს აგზავნიან დაავადებათა ბუნებრივი ენდემიური კერების მქონე ქვეყნებში, ინახავენ მონაცემებს მოქალაქეების შესახებ (სიებს) ინფიცირებულ რაიონებში მათი იქ ყოფნის დროის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.

თავი X

რეისში (ფრენისას) სატრანსპორტო საშუალებებზე
ჩასატარებელი სპეციალური ღონისძიებები