2.  დასნებოვნებული რაიონებიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებების რეისის დროს ეკიპაჟის (ბრიგადის) წევრებსა და მგზავრებს შორის ქოლერის ნიშნების (დიარეა, ღებინება) მქონე ავადმყოფის გამოვლენისას, სატრანსპორტო საშუალების პასუხისმგებელი პირი ვალდებულია შეატყობინოს ნებისმიერი ქვეყნის უახლოესი პორტის, აეროპორტის, სადგურის სანიტარიულ ორგანოებს ამის შესახებ და ითხოვოს ამ ავადმყოფის ჰოსპიტალიზაციის შესაძლებლობა.

3.  რეისის დროს ქოლერით ავადმყოფის გამოვლენისას, დანიშნულების პორტში ჩასვლამდე ავადმყოფი ექვემდებარება ჰოსპიტალიზაციასა და პათოგენურ-ეტიოტროპული მკურნალობის დაუყოვნებელ დაწყებას იზოლატორში. ეტიოტროპული მკურნალობის დაწყებამდე გემის ექიმი იღებს ავადმყოფისგან გამონაყოფებისა და პირნაღები მასის სინჯებს ბაქტერიოლოგიური კვლევისთვის და პორტში ჩასვლამდე ინახავს მათ 2%-იანი მარილის ხსნარში ჰერმეტულად დახურულ ქილებში. ქოლერით ავადმყოფთან კონტაქტირებულ პირებზე მყარდება სამედიცინო მეთვალყურეობა დაავადების ნიშნების აქტიური გამოვლენის მიზნით, ხოლო ინფიცირების აშკარა საშიშროების არსებობისას – ტარდება სასწრაფო პროფილაქტიკა ანტიბიოტიკებით.

4.  ნებისმიერი ტიპისა და დანიშნულების საზღვაო გემებიდან ორგანული და არაორგანული, თხევადი და მყარი გადანაყრების მოშორება ხდება თითოეული აუზისა და საზღვაო პორტისათვის დადგენილი წესებით.

5.  საქართველოს პორტში (აეროპორტში, სადგურში) სატრანსპორტო საშუალების ჩამოსვლისას, რომელზეც გამოვლინდა ქოლერით ავადმყოფი (დაავადებაზე საეჭვო პირი) ტარდება შემდეგი ღონისძიებები:

ა) სატრანსპორტო საშუალების გადაყვანა სანიტარიულ ნაპირთან, სადგომზე, ჩიხში;

ბ) ავადმყოფის აუცილებელი ჰოსპიტალიზაცია ეპიდსაწინააღმდეგო რეჟიმის მოთხოვნათა დაცვით;

გ) მგზავრებისა და ეკიპაჟის (ბრიგადის) წევრების იზოლაცია (ეპიდემიოლოგიური ჩვენების მიხედვით, დაავადების რისკის გათვალისწინებით) ან მათზე სამედიცინო მეთვალყურეობა იმ ვადით, რომელიც არ აჭარბებს ინკუბაციურ პერიოდს;

დ) საქართველოს მოქალაქეების (ეკიპაჟის, ბრიგადის წევრების, მგზავრების) ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა და პროფილაქტიკური მკურნალობა – ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების მიხედვით;

ე) სატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის, საკვები პროდუქტების, გადანაყრების, საკვების ნარჩენების დამუშავებისა და შესანახი მოწყობილობების, ავადმყოფის გამონაყოფების და მისი მოვლის საგნების, ჩამდინარე წყლებისა და ექსკრემენტების დეზინფექცია;

6.  რეისის დროსა და პორტში შესვლისას იკრძალება გაუვნებლობამდე ავადმყოფის გამონაყოფების და მისი მოვლის საგნების, ჩამდინარე წყლების, გადანაყრების, საკვების ნარჩენების, ექსკრემენტების გადაყრა ბორტიდან, ცურვის რაიონის მიუხედავად. რეისის დროს გაუვნებლობას ექვემდებარება აგრეთვე წყლის მარაგი, საკვები პროდუქტების გადამუშავებისა და შენახვის მოწყობილობები.

7.  საზღვარგარეთის მოქალაქეებისგან, რომელებიც ჩამოვიდნენ სატრანსპორტო საშუალებით და რომელზეც გამოვლინდა ქოლერით ავადმყოფი, მხოლოდ დიარეას და ღებინების შემთხვევაში იღებენ მასალას გამონაყოფებისა და პირნაღები მასიდან ბაქტერიოლოგიური კვლევისათვის; ამ დროს არ არის საჭირო მათი თანხმობის მიღება სწორი ნაწლავიდან მასალის ასაღებად.

8.  თუ რეისის დროს სატრანსპორტო საშუალებაზე გამოვლინდა ქოლერის შემთხვევა და ამ ტრანსპორტზე ტვირთს წარმოადგენს ის საკვები პროდუქტები, რომლებიც ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების მიხედვით ექვემდებარება ბაქტერიოლოგიურ გამოკვლევას ქოლერის გამომწვევზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ტვირთი განკუთვნილია საქართველოსათვის.

9.  სატრანსპორტო საშუალება მე-5-მე-8 პუნქტებში ჩამოთვლილი ღონისძიებების ჩატარების შემდეგ, იღებს თანხმობას პორტთან თავისუფალ ურთიერთობაზე.

თავი XIII

სპეციალური მოთხოვნები ყვითელი ცხელების
შემოტანის აღსაკვეთ