2.  ჩამოსულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან რეისის დროს ყვითელი ცხელებით ავადმყოფის (დაავადებაზე საეჭვო პირის) გამოვლენისას, ეს უკანასკნელი ექვემდებარება ჰოსპიტალიზაციას ინფექციურ სტაციონარში (რეისის დროს – ცალკე კაიუტაში).

3.  ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც ჩამოვიდა ყვითელი ცხელებით დასნებოვნებული რაიონიდან, უნდა ჰქონდეს მონაცემები ჩატარებულ დეზინსექციაზე, რაც შეტანილ უნდა იქნეს სანიტარიულ დეკლარაციაში (დანართი მე-5) ან საჰაერო ტრანსპორტის საერთო დეკლარაციის სანიტარიულ ნაწილში (დანართი მე-6).

4.  ყვითელი ცხელებით დასნებოვნებული რაიონიდან საჰაერო ტრანსპორტის ჩამოსვლისას სატრანსპორტო საშუალებაზე ფეხსახსრიანების არსებობის შესახებ მეთაურის შეტყობინების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება დეზინსექციას.

5.  ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ მოწმობის არსებობა აუცილებელია გემისა ან თვითმფრინავის ეკიპაჟის ყველა წევრისათვის, რომლებმაც ისარგებლეს ყვითელი ცხელებით დაავადებულ რაიონში განლაგებული პორტებით (აეროპორტებით). ყვითელი ცხელებით დაავადებულ რაიონების ჩამონათვალი განისაზღვრება ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და ვრცელდება სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

6.  საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც მიემგზავრებიან ყვითელი ცხელებით დაინფიცირებული რაიონების მქონე ქვეყნებში, რეკომენდებულია ჰქონდეთ ჩატარებული ყვითელი ცხელებით დაავადების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრები სამედიცინო დაწესებულებების ამცრელ პუნქტებში (ვაქცინაციის ცენტრებში),. ვაქცინაციის ან რევაქცინაციის ჩატარების შესახებ გაიცემა საერთაშორისო მოწმობა (სერტიფიკატი) (დანართები მე-7 და მე-8).

7.  ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაციის ან რევაქცინაციის ჩატარების შესახებ საერთაშორისო მოწმობის (სერტიფიკატი) არ არსებობა არ წარმოადგენს წინააღმდეგობას საქართველოს მოქალაქისათვის ქვეყნიდან გასვლისას.

8.  საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც არა აქვს….ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრების ჩატარების შესახებ საერთაშორისო მოწმობა, სანიტარიულ-საკარანტინო ზედამხედველობის სამმართველოს (განყოფილების) პასუხისმგებელი პირი აფრთხილებს მიმღებ პორტში (აეროპორტში) მისი ჩასვლისას ყვითელი ცხელებით დაავადების შესაძლებლობის შესახებ.

9.  მოქალაქის მიერ ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებაზე უარის თქმის შემთხვევაში, სანიტარიულ-საკარანტინო ზედამხედველობის სამმართველოს (განყოფილების) პასუხისმგებელი პირი აკეთებს ჩანაწერს ყვითელ ცხელებაზე არაკეთილსაიმედო ქვეყანაში წამსვლელ მოქალაქეთა აღრიცხვის ჟურნალში მოქალაქის მიერ ვაქცინაციის ჩატარებაზე უარის თქმის და მისი გაფრთხილების შესახებ მოქალაქის ხელის მოწერით.

თავი XIII

ქვეყანაში კონტაგიოზური ვირუსული ჰემორაგიული ცხელებების შემოტანის აღსაკვეთი სპეციალური მოთხოვნე