1. წინამდებარე მეთოდური მითითებები ადგენს:
ა) სამოქალაქო ავიაციისა და სამოქალაქო ტრანსპორტის ბორტგამცილებელთა მიერ პროფილაქტიკური სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების მოცულობასა და წესს;
ბ) მებაჟეთა და მესაზღვრეთა მიერ სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო ზონაში საკარანტინო და სხვა ინფექციური დაავადებების ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების მოცულობასა და წესს;
გ) სასაზღვრო ზონაში არსებულ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში დასაქმებულ პირთათვის სათავსების სანიტარიულ-ჰიგიენური მოწყობის, მოვლის, საკვები პროდუქტების (მ. შ. მალფუჭებადი) გადაზიდვის, შენახვის, მომზადების და რეალიზაციის ვადების, ასევე გადამდებ ინფექციურ დაავადებებზე გასატარებელი ღონისძიებების მოცულობასა და წესს.
2. პროგრამა გათვალისწინებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სპეციალისტებისათვის, რომელთაც ეველებათ ბორტგამცილებლების, მებაჟეთა, მესაზღვრეთა და საზოგადოებრივი კვების ობიექტებში დასაქმებულ პირთათვის ჰიგიენური სწავლების ჩატარება.
3. ზემოთ აღნიშნული კონტინგენტი ჰიგიენურ სწავლებას უნდა გადიოდეს სამუშაოზე მოწყობის წინ, შემდგომ მუშაობის პერიოდში საზოგადოებრივი კვების ობიექტებში დასაქმებული პირები და ბორტგამცილებლები – წელიწადში 1-ჯერ, მებაჟეები და მესაზღვრეები – ორ წელიწადში 1-ჯერ დადგენილი პროგრამის ფარგლებში და ჩააბარონ გამოცდებ