1. საქართველოს ტერიტორიის სანიტარიული დაცვის ორგანიზაციის პრინციპები:
ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებზე სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის (შემდგომში _ სანიტარიულ-საკარანტინო სამსახური) ცნება. სანიტარიულ-საკარანტინო განყოფილება (პუნქტი) და მისი ამოცანები, სანიტარიულ-საკარანტინო განყოფილების (პუნქტის) ორგანიზაციული როლი საკარანტინო და სხვა ინფექციების შემოტანისა და გავრცელებისაგან საქართველოს ტერიტორიის სანიტარიული დაცვის ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა გასატარებელი ნორმატიული და საკანონმდებლო საფუძველი,ბ) ტერიტორიის სანიტარიული დაცვის არსი; თვითმფრინავის საერთო დეკლარაციის სანიტარიული ნაწილის შევსება და მისი მნიშვნელობა;
გ) დაავადებები, რომელზეც ვრცელდება საერთაშორისო წესები;
დ) ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საკარანტინო დაავადებებზე ამ პერიოდისათვის მსოფლიოში, დსთ-ის ქვეყნებში;
ე) ინფექციური დაავადებების ძირითადი კლინიკური ნიშნები;
ვ) ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა ორგანიზება.
2. საკარანტინო და სხვა ინფექციები:
ა) შავი ჭირი – გავრცელება მსოფლიოში, დსთ-ის ქვეყნებში; ბუნებრივი კერები; დაავადების მოკლე დახასიათება (გადაცემის გზები, დასნებოვნების მექანიზმი, კლინიკა, პროფილაქტიკა); თვითმფრინავის სალონში დაავადებულის ან დაავადებაზე საეჭვო პირის არსებობისას ბორტგამცილებელთა მიერ გასატარებელი ღონისძიებები;
ბ) ქოლერა – გავრცელება მსოფლიოში, დსთ-ს ქვეყნებში; მე-7 პანდემიის თავისებურებანი; ინფექციის მოკლე დახასიათება (გადაცემის გზები, კლინიკა, პროფილაქტიკა); თვითმფრინავის სალონში დაავადებულის ან დაავადებაზე საეჭვო პირის არსებობისას ბორტგამცილებელთა მიერ გასატარებელი ღონისძიებები;
გ) ყვითელი ცხელება – გავრცელება მსოფლიოში; ინფექციის მოკლე დახასიათება (გადაცემის გზები, კლინიკა, პროფილაქტიკა); ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრების მნიშვნელობა;
დ) კონტაგიოზური ვირუსული ჰემორაგიული ცხელებები (ლასსა, ებოლა, მარბურგი);
ე) გავრცელება მსოფლიოში; დაავადების მოკლე დახასიათება (გადაცემის გზები, დასნებოვნების მექანიზმი, კლინიკა, პროფილაქტიკა); თვითმფრინავის სალონში დაავადებულის ან დაავადებაზე საეჭვო პირის არსებობისას ბორტგამცილებელთა მიერ გასატარებელი ღონისძიებები;
ვ) მალარია – ამ დაავადების ენდემიური რეგიონები და ქვეყნები; მედიკამენტებისადმი მდგრადი ტროპიკული მალარიის გავრცელება; დაავადების მოკლე დახასიათება (გადაცემის გზები, დასნებოვნების მექანიზმი); მალარიის სხვადასხვა კლინიკური ფორმები (ტროპიკული მალარია); მალარიის საწინაღმდეგო პრეპარატები (ქიმიოპროფილაქტიკა); პრეპარატების მიღების წესი; ცალკეული პრეპარატის მოკლე დახასიათება; კოღოებისაგან დაცვის ღონისძიებები; რეპელენტების გამოყენება; მალარიით დაავადებულისა და პარაზიტმტარებელის გამოსავლენი ღონისძიებები;
ზ) სხვა ინფექციური დაავადებები (დიზენტერია, მუცლის ტიფი და პარატიფი, ვირუსული ჰეპატიტი და სხვ.); დაავადებების მოკლე დახასიათება (გადაცემის გზები, დასნებოვნების მექანიზმი, კლინიკა, პროფილაქტიკა); სალონში დაავადებულის ან დაავადებაზე საეჭვო პირის არსებობისას ბორტგამცილებელთა მიერ გასატარებელი ღონისძიებები.
3. თვითმფრინავსა და მგზავრებზე საკარანტინო კონტროლი:
ა) ბორტგამცილებელთა მოქმედების ტაქტიკა (ფუნქციონალური მოვალეობა) რეისის დროს ინფექციური დაავადებების გამოვლენისა და თავიდან აცილების მიზნით;
ბ) მეთვალყურეობა მგზავრების ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით კი იმ პირებზე, რომლებიც ხშირად სარგებლობენ ტუალეტით (ინფექციური დაავადებების პირველი ნიშნებია: ღებინება, ფაღარათი, ცხელება, გამონაყარი, სიყვითლე, სისხლჩაქცევები და სხვ);
გ) თვითმფრინავის მეთაურის ინფორმაცია ბორტზე საკარანტინო და სხვა ინფექციით დაავადებულის ან დაავადებაზე საეჭვო პირის არსებობის შესახებ;
დ) საჭიროების შემთხვევაში ავადმყოფის იზოლაცია (შესაძლებლობის ფარგლებში), სალონში მისი გადაადგილების შეზღუდვა და მისთვის ცალკე ტუალეტის გამოყოფა;
ე) პირნაღები მასის პაკეტებში მოგროვება;
ვ) პირველადი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისას პირადი პროფილაქტიკის წესების განხორციელება, კერძოდ: ავადმყოფის გამონაყოფებისაგან ტანსაცმლის დაცვა, ხელების საპნით დაბანა და სპირტით ან კალიუმპერმანგანანტის ხსნარით დამუშავება;
ზ) დადგენილი ფორმის მიხედვით მგზავრებზე სიების შედგენა – რეისის №, გვარი, სახელი, დაბადების წელი, მუდმივი საცხოვრებელი მისამართი, გადაადგილების მარშრუტი, მასთან კონტაქტში მყოფი პირები;
თ) აეროპორტში ჩაფრენისას სანიტარიულ-საკარანტინო განყოფილების (პუნქტის) ექიმი-ინსპექტორისთვის თვითმფრინავის საერთო დეკლარაციის სანიტარიული ნაწილის წარდგენა, ავადმყოფის მდგომარეობასა და ჩატარებულ ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებზე ინფორმაციის მიწოდება;
ი) საბორტო კვების ბლოკში ჭურჭლის ჩაბარება დეზინფექციისათვის კონტეინერზე შესაბამისი ნიშანდების მითითებით;
კ) სატრანსპორტო საშუალების დაცვა მღრღნელებისა და მწერებისაგან, ჩვენების მიხედვით სალონში დეზინსექციის ჩატარება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ნებადართული საშუალებებით.
4. პრაქტიკული მეცადინეობა:
ა) ბორტზე საკარანტინო და სხვა ინფექციით დაავადებულის ან დაავადებაზე საეჭვო პირის გამოვლინებისას პირველადი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების პრაქტიკული ჩვევების გამომუშავება, ფუნქციონალური მოვალეობებისა და შეტყობინების სქემის შემუშავებ