1. თეორიული მომზადების დროს ბორტგამცილებლებს აცნობენ ეკიპაჟის წევრებისა და მგზავრების საბორტო კვებით უზრუნველყოფის მოქმედი სანიტარიული წესებისა და ნორმების მოთხოვნებს, რომლებიც ეხება საბორტო კვების ასორტიმენტს, კერძების ვარგისიანობის ვადებს, რაციონის კომპლექტაციას, ჭურჭელს, გამზადებული კერძის ტრანსპორტირებას, მშრალი ყინულის გამოყენების წესს, კერძების შენახვისა და გაცემისას ტემპერატურული რეჟიმის დაცვას, აგრეთვე საბორტო კვების საამქროში დოკუმენტაციის შევსების წესებს. კონსერვები გამოყენების წინ უნდა დათვალიერდეს დეფექტების გამოვლენის, ხოლო ბოთლები გამაგრილებელი სასმელებით – მათში ნალექის ან უცხო შენარევების გამორიცხვის მიზნით.
2. ბორტგამცილებელი დაავადების გამოვლენისას (კვებითი მოშხამვის დროს ძირითადი კლინიკური ნიშნებია: სისუსტე, ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ხოლო მწვავე ნაწლავურ ინფექციების დროს: ტემპერატურის აწევა, შემცივნება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი) დაუყოვნებლივ აწვდის ინფორმაციას საჰაერო ხომალდის მეთაურს, შესაძლებლობის ფარგლებში იზოლაციას უკეთებს ავადმყოფს (ტუალეტთან ახლოს), ინდივიდუალურად გამოყოფს მისთვის ჭურჭელს, უზრუნველყოფს ჰიგიენური პაკეტებით (პირნაღები მასის შესაგროვებლად) და სველი ხელსახოცებით, აღმოუჩენს პირველად სამედიცინო დახმარებას. აუცილებელია აღნიშნული ფაქტის დაფიქსირება ბორტგამცილებელთა ანგარიშში. თვითმფრინავის ჩამოფრენისას კეთდება განაცხადი ბორტზე სადეზინფექციო ღონისძიებების ჩასატარებლად. კვებითი მოშხამვების (შემთხვევათა რაოდენობის მიხედვით) გამოვლენის დროს ინფორმაცია გადაიცემა იმ აეროპორტში, სადაც გაიცა საეჭვო საბორტო საკვები ან სასმელ