სწავლების ორგანიზაციული ასპექტები
1.დღესდღეობით საქართველოს საზღვრები გახსნილია მსოფლიოს მრავალი ქვეყნისათვის, ხოლო მსოფლიოში კვლავ არსებობს საკარანტინო და სხვა ინფექციათა ბუნებრივი კერები (შავი ჭირი, ქოლერა, ყვითელი ცხელება და სხვ.), ამიტომ გარკვეულწილად იქმნება საქართველოში ინფექციების შემოტანის საშიშროება. ინფექციურ დაავადებებთან დაკავშირებით, ეპიდსიტუაციის გართულებისა და რეისის განმავლობაში მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს შორის კვებითი მოშხამვების შემთხვევების დროს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ბორტგამცილებელთა, მესაზღვრეთა და მებაჟეთა მომზადებას პროფილაქტიკური და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების საქმეში. რა თქმა უნდა, ამ მიზნით მნიშვნელოვანია ავიასალონებში, აეროპორტებში, სასაზღვრო და საბაჟო ზონებში დაავადებულთა დროული გამოვლენა. ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუკი ბორტგამცილებლები, სამოქალაქო ავიაციის ის თანამშრომლები, რომელთა ფუნქციებს წარმოადგენს მგზავრთა მომსახურება და მებაჟეები და მესაზღვრეები გათვითცნობიერებულნი იქნებიან ინფექციური დაავადებების ძირითადი კლინიკური ნიშნებისა და იმ ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ, რომელიც უნდა გატარდეს თვითმფრინავის სალონში, აეროპორტის შენობაში, სასაზღვო და საბაჟო ზონაში, სასტუმროში ინფექციური სენით დაავადებულის ან დაავადებაზე ეჭვმიტანილის გამოვლენის შემთხვევაში.
2. ბორტგამცილებელს უნდა შეეძლოს რეისის განმავლობაში სალონში თავიდან აიცილოს კვებითი მოშხამვები, რისი მიზეზიც შეიძლება გახდეს პროდუქტი, სასმელი, აეროპორტის კვების ბლოკიდან შემოსული საკვები, რომელსაც დარღვეული აქვს შენახვის პირობები (ტემპერატურული რეჟიმი, ვარგისიანობისა და შენახვის ვადები).
3. ჰიგიენური სწავლების დროს ბორტგამცილებელი ღებულობს ინფორმაციას საკვების, სასმელის უხარისხობის მაჩვენებელ ტიპიურ ნიშნებზე, იმ ღონისძიებებზე, რომელიც მიმართულია ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს შორის კვებითი მოშხამვების თავიდან ასაცილებლად. სწავლების პერიოდში გამოყენებული უნდა იქნეს ბორტგამცილებელთა ანგარიშები განხორციელებული რეისების შესახებ, ჟურნალები თვითმფრინავიდან საკვების დაბრუნების შესახებ, შეტყობინებები, რომლებიც იგზავნება უხარისხო საბორტო კვების გამოვლენის ან თვითმფრინავის არადამაკმაყოფილებელი სანიტარიული მდგომარეობის შემთხვევაში. ასევე ბორტგამცილებლები, მესაზღვრეები და მებაჟეები ღებულობენ ინფორმაციას საკარანტინო და სხვა საშიში ინფექციების შესახებ პირველადი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გასატარებლა