2. ფოტოსურათის დართვა არ არის საჭირო.
3. მოწმობა უნდა იყოს დაბეჭდილი სამ ენაზე და შევსებულ იქნეს ქართულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ ჩაითვლება მოქმედად.
4. აცრების ჩატარებისა და აცრილის დაბადების თარიღები უნდა შეივსოს შემდეგი თანმიმდევრობით: დღე, თვე, წელი, ამასთან, თვის სახელწოდება უნდა დაიწეროს ასოებით და არა ციფრებით. ინგლისურად თვის სახელწოდება შეიძლება დაიწეროს შემდეგი სახით (ზოგიერთი შემოკლებით, როგორც ქვემოთ არის მოცემული): იანვარი – Jan., თებერვალი – Febr., მარტი – March, აპრილი – Apr., მაისი – May, ივნისი – June, ივლისი – July, აგვისტო – Aug., სექტემბერი – Sept., ოქტომბერი – Oct., ნოემბერი – Nov., დეკემბერი – Dec.
ა) დღე და წელი აღინიშნება მხოლოდ ციფრებით, სიტყვა „წელი“ ინგლისურში არ არის საჭირო. აცრილის სქესი აღინიშნება ერთი მთავრული ასოთი: M (მამრ.) და F (მდედრ.).
ბ) აცრილის გვარი უნდა იყოს დაწერილი ლათინური ასოებით ზუსტად ისე, როგორც საზღვარგარეთ გამგზავრებისას მის სხვა დოკუმენტებში. გრაფაში „ვაქცინატორის თანამდებობა და ხელმოწერა“ საკმარისია ლათინური ასოებით დაწერილი გვარის წინ დაისვას Dr.
გ) ბავშვზე გაცემულ მოწმობას, თუ ბავშვმა წერა არ იცის, ხელი უნდა მოაწეროს ერთ-ერთმა მშობელმა, მეურვემ ან თანმხლებმა პირმა.
5. ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინაციის მოწმობის მოქმედებაში შესვლის თარიღები გამოითვლება ვაქცინაციის თარიღზე 10 დღის მიმატებით. მაგალითად, თუ აცრა ჩატარებულია 1 ივლისს, მაშინ ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინაციის მოწმობა მოქმედია 11 ივლისიდან.
დანართი
8
მესაზღვრეების, მებაჟეების, საჰაერო და სანაოსნო ტრანსპორტის ეკიპაჟის ბორტგამცილებლებისა და საზოგადოებრივი კვების ობიექტებში დასაქმებულ პირთათვის მოკლევადიანი სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური განათლების კურსის ჩატარების შესახ