2. საზღვაო ტრანსპორტზე კონტაგიოზური ვირუსული ჰემორაგიული ცხელებებით დაავადებული ან დაავადებაზე საეჭვო პირის გამოვლენის შემთხვევაში ტარდება შემდეგი ღონისძიებები:
ა) დაავადებული (დაავადებაზე საეჭვო) პირი ექვემდებარება იზოლაციას ინკუბაციური პერიოდის გასვლამდე გემის იზოლატორში ან ცალკე კაიუტაში გამორთული ცენტრალური გამწოვი ვენტილაციითა და დახურული ილუმინატორებით;
ბ) დაავადებულ (დაავადებაზე საეჭვო) პირთან პირდაპირ კონტაქტში მყოფი პირები იზოლირებულ უნდა იქნენ ცალკე კაიუტაში ანალოგიურ პირობებში 1-ლ პუნქტში მითითებული დროის განმავლობაში;
გ) პირები, რომლებიც არ იმყოფებოდნენ პირდაპირ კონტაქტში დაავადებულ (დაავადებაზე საეჭვო) პირთან, იზოლაციას არ ექვემდებარებიან, მაგრამ მათზე მყარდება სამედიცინო მეთვალყურეობა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ – საცხოვრებელი ან მივლინების ადგილის მიხედვით ტერიტორიული სამედიცინო დაწესებულების მიერ 1-ლ პუნქტში მითითებული დროის განმავლობაში.
3. საქართველოში შემოსულ სატრანსპორტო საშუალებებზე კონტაგიოზური ვირუსულ-ჰემორაგიული ცხელებებით დაავადებული (დაავადებაზე საეჭვო) პირის გამოვლენისას სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებზე, იგი ექვემდებარება იზოლაციას (სამედიცინო ბრიგადის მოსვლამდე) იზოლატორში სათავსოს ჰერმეტიზაციისა და გამორთული ცენტრალური გამწოვი ვენტილაციის პირობებში.
4. სატრანსპორტო საშუალება, რომელზეც გამოვლინდა კონტაგიოზური ვირუსულ-ჰემორაგიული ცხელებით დაავადებული (დაავადებაზე საეჭვო) პირი, გადაყვანილ უნდა იქნეს სანიტარიულ ნაპირზე, სადგომზე, ჩიხში.
5. საზღვარგარეთიდან ჩამოსული ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, რომელზეც გამოვლინდა კონტაგიოზური ვირუსულ-ჰემორაგიული ცხელებებით დაავადებული (დაავადებაზე საეჭვო) პირი, ექვემდებარება აუცილებელი დასკვნითი დეზინფექციის, დერატიზაციის, დეზინსექციის ჩატარებას.
6. კონტაგიოზური ვირუსულ-ჰემორაგიული ცხელებებით დაავადებული (დაავადებაზე საეჭვო) პირის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს ეპიდსაწინააღმდეგო რეჟიმის მოთხოვნათა დაცვით, პლასტიკურ ბოქსში – თუ არის ასეთი.
7. კონტაგიოზური ვირუსულ-ჰემორაგიული ცხელებებით დაავადებული (დაავადებაზე საეჭვო) პირის ჰოსპიტალიზაცია ხდება ინფექციურ სტაციონარების ბოქსებში, სადაც დაცულია ჰერმეტულობა და გამორთულია ცენტრალური გამწოვი ვენტილაცია (უარყოფითი წნევის ბოქს-იზოლატორში – თუ არის ასეთი).
8. კონტაგიოზური ვირუსულ-ჰემორაგიული ცხელებებით დაავადებულთათვის გამოყოფილ ინფეციურ სტაციონარებში (იზოლატორებში – დაავადებულებთან კონტაქტში მყოფი პირებისათვის) სამუშაოების ჩატარება ხორციელდება სპეციალურად მომზადებული პერსონალის მიერ I ტიპის დამცავი ტანსაცმლით ეპიდსაწინააღმდეგო რეჟიმის დაცვით, ისევე როგორც შავი ჭირის ფილტვის ფორმის დროს.
სპეციალური მოთხოვნები ქვეყანაში მალარიისა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში სხვა დაავადებების, რომელთა გადაცემა ხდება ფეხსახსრიანებით, შემოტანისა და გავრცელების აღსაკვეთ