ა) უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებებზე სანიტარიული წესების, სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, რომლებიც მიმართულია ეკიპაჟის წევრთა და მგზავრთა ჯანმრთელობის დაცვისაკენ;

ბ) დაუყოვნებლივ აცნობოს სატრანსპორტო საშუალების მფლობელს, პასუხისმგებელ პირს და სატრანსპორტო საწარმოზე სანიტარიულ-საკარანტინო ზედამხედველობის პასუხისმგებელ პირებს, სატრანსპორტო საშუალებაზე ეკიპაჟის წევრებს ან მგზავრებს შორის ინფექციურ დაავადებაზე საეჭვო პირის ან მკვდარი მღრღნელების გამოვლენის შემთხვევაში. (ინფექციურ დაავადებაზე ეჭვის საფუძველს ქმნის შემდეგი ნიშნები: ცხელება – ტემპერატურა 38Co
და ზემოთ, ფაღარათი, ღებინება, გამონაყარი, ლიმფური კვანძების გადიდება, სიყვითლე, სისხლდენები ან სისხლჩაქცევები. ამავე დროს, მხედველობაში მიიღება ეპიდემიოლოგიური მონაცემები);

გ) მგზავრობის დროს ინფექციურ დაავადებაზე საეჭვო პირების გამოვლენისას ჩატარდეს პირველადი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები, მათ შორის: ასეთი პირების დროებითი იზოლაცია; დაავადებულისთვის პირველი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა დანიშნულების პორტის (აეროპორტის) ან უახლოესი პორტის (აეროპორტის) სამედიცინო დაწესებულების კონსულტაციით; სატრანსპორტო საშუალებაზე მყოფი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაკვირვება; საზღვაო ტრანსპორტზე, თუ შესაძლებელია, დეზინფექციის, დეზინსექციისა და დერატიზაციის ჩატარება; ავადმყოფებისგან და აღმოჩენილი მკვდარი მღრღნელებისგან მასალის აღება, შენახვა და მიწოდება ლაბორატორიული კვლევისთვის;

დ) აუცილებლობის შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებასთან კონსულტაციით, ავადმყოფის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია უახლოეს პორტში ან დასახლებულ პუნქტში დიაგნოზის დაზუსტებისა და მკურნალობის მიზნით;

ე) საზღვაო მედიკო-სანიტარიული დეკლარაციის ან საჰაერო ტრანსპორტის საერთო დეკლარაციის სანიტარიული ნაწილის გაფორმება დადგენილი წესით.

თავი XI

სპეციალური მოთხოვნები შავი ჭირის შემოტანის აღსაკვეთ