2. საგანგებო სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დროს ან მისი წარმოშობის საშიშროების შემთხვევაში ეპიდსაწინააღმდეგო და პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩასატარებლად შეიძლება ჩართულ იქნენ სპეციალიზებული ეპიდსაწინააღმდეგო ბრიგადები (შემდგომში – სებ), რომლებიც უზრუნველყოფენ:
ა) დაავადებებათა ეპიდემიური გავრცელების შემთხვევაში მათი გამოვლენის, ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციის ექსტრემალური ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების კომპლექსის ორგანიზებასა და ჩატარებაში მონაწილეობას;
ბ) შავი ჭირის, მალარიის, ტულარემიისა და სხვა ინფექციური დაავადებების ენდემიური ბუნებრივი კერების გააქტივების შედეგად წარმოქმნილი დაავადებების შემთხვევათა ლოკალიზაციასა და ლიკვიდაციის ექსტრემალურ ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა კომპლექსის ორგანიზებასა და ჩატარებაში მონაწილეობას;
გ) გაურკვეველი ეტიოლოგიის დაავადებათა დიაგნოსტიკასა და გარემოს ობიექტებში ბაქტერიული ეტიოლოგიის ინფექციურ დაავადებათა გამომწვევების ინდიკაციას.
3. სებ-ი ექვემდებარება უშუალოდ სამინისტროს და თავისი საქმიანობის სფეროში მისი წარმომადგენელია.
4. სებ-ის რაოდენობა, დებულება, საშტატო-საორგანიზაციო სტრუქტურა და სებ-ის მომარაგების ტაბელი განისაზღვრება და მტკიცდება სამინისტროს მიერ დადგენილი წესები