ა) სატრანსპორტო საშუალებების, სატრანსპორტო საწარმოების ტერიტორიისა და მასზე არსებული შენობებისა და ნაგებობების დაცვას მღრღნელებისა და ინფექციური დაავადების გადამტანების (ფეხსახსრიანების) შეღწევისა და გავრცელებისაგან, რეისის დროს სატრანსპორტო საშუალებებზე ჩვენების მიხედვით დერატიზაციისა და დეზინსექციის ჩატარებას;
ბ) სატრანსპორტო საშუალებებისა და სატრანსპორტო საწარმოების მომარაგებას სანიტარიული ნორმებისა და წესების მოთხოვნათა შესაბამისი სასმელი წყლითა და საკვები პროდუქტებით;.
გ) სატრანსპორტო საშუალებებიდან, სატრანსპორტო საწარმოების ტერიტორიიდან და მასზე არსებული ობიექტებიდან ჩამდინარე წყლების, ნაგვის, საწარმოო და საყოფაცხოვრებო გადანაყრების, მათ შორის, საკვები პროდუქტების ნარჩენებისა და ერთჯერადი მოხმარების ჭურჭლის მიღების, მოგროვებისა და გადაყრის ორგანიზებას, ხოლო სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ჩვენების მიხედვით კი – მათი გაუვნებლობის, უტილიზაციისა ან განადგურების ორგანიზებას;
დ) სატრანსპორტო საშუალებებზე, სატრანსპორტო საწარმოების ტერიტორიასა და მასზე მდებარე ობიექტებში დეზინფექციის, დეზინსექციისა და დერატიზაციის ორგანიზებას და ჩატარებას;
ე) პირველადი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩასატარებლად პორტებში, აეროპორტებსა და ავტოსადგურებში – სანიტარიული სადგომებისა და სარკინიგზო სადგურებში – სანიტარიული ჩიხების გამოყოფას;
ვ) საჭირო ფართის გამოყოფას სამედიცინო სანიტარიულ-საკარანტინო პუნქტის მოსაწყობად, მათ შორის, ავადმყოფის და დაავადებაზე საეჭვო პირის დროებითი იზოლაციისა და მათთვის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად (იზოლატორები);
ზ) ფართის გამოყოფას ტვირთის აიროვანი დამუშავებისათვის, როდესაც სატრანსპორტო საშუალებაზე გამოვლენილია შავი ჭირით დაავადებული (დაავადებაზე საეჭვო პირი), მკვდარი მღრღნელები და ექტოპარაზიტები;
თ) ეპიდსაწინააღმდეგო მზადყოფნას სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო გადაზიდვებს, აგრეთვე მათი მომარაგება დამცავი ტანსაცმლით, საჭირო სამედიცინო მოწყობილობებით, სამკურნალო და პროფილაქტიკური პრეპარატებით, სადეზინფექციო, სადეზინსექციო და სადერატიზაციო საშუალებებით 1-ლი დანართის შესაბამისად;
ი) სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებზე შემოსვლისას (გასვლისას) სატრანსპორტო საშუალებების წარდგენას სანიტარიულ-საკარანტინო დათვალიერებაზე;
კ) სანიტარიულ-საკარანტინო ზედამხედველობის სამმართველოდან (განყოფილებიდან) საერთაშორისო მიმოსვლის საზღვაო და თევზსარეწი გემებისათვის, სატრანსპორტო საშუალების სანიტარიულ წესებთან შესაბამისობის შესახებ - სანიტარიული მოწმობის აღებას;
ლ) დერატიზაციაზე (დერატიზაციისგან გათავისუფლების), აგრეთვე მოცემულ სატრანსპორტო საშუალებაზე (გემი, თვითმფრინავი, მატარებელი, ავტომანქანა) სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარების შესახებ მოწმობის მიღებას (დანართები მე-3, მე-4