ა) ქვეყნის ტერიტორიის სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური კეთილსაიმედოობის უზრუნველსაყოფად, სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო ზონაში დაავადებების შემოტანისა და მაქსიმალურ შეზღუდვას;

ბ) ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში, სამედიცინო სანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთების იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის აღკვეთა კონვენციის შესაბამისად.

2. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო საზღვრის გამტარი პუნქტის გახსნისას, სახელმწიფო სამედიცინო სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ორგანიზაცია უზრუნველყოფილია:

ა) სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებზე სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის (შემდგომში – ინსპექცია) მიერ საზღვაო ნავსადგურების, აეროპორტების, საავტომობილო გადასასვლელების და რკინიგზის სადგურების სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებში;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილებით რკინიგზის სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ცენტრებისა და განყოფილებების მიერ რკინიგზის გადასასვლელებზე;

გ) საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ბრძანებებით ამავე სამინისტროებისა და დეპარტამენტების სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ქვედანაყოფების მიერ სამხედრო-საზღვაო ბაზებსა და სამხედრო აეროდრომებზე.

3. სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებზე სამედიცინო სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლი ხორციელდება დროებითი ან მუდმივი სქემით საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვების რეგულარობისა და მოცულობის მიხედვით.

4. დაავადებების შემოტანის შეზღუდვისა და აღკვეთის მიზნით სატრანსპორტო საშუალებებზე სამედიცინო სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლი ხორციელდება:

ა) მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც მოცემულ სატრანსპორტო საშუალებაზე იმყოფება ავადმყოფი შემდეგი კლინიკური ნიშნებით: ცხელება (38Co
და ზევით), დიარეა, პირღებინება, გამონაყარი, ლიმფური კვანძების გადიდება, სიყვითლე, სისხლჩაქცევები და სისხლდენები, ან აღმოჩნდა ინფექციის გამომწვევის გადამტანი ფეხსახსრიანები და მღრღნელები;

ბ) მესაზღვრეების, მებაჟეებისა და სხვა სამსახურების მიერ გადმოცემული ინფორმაციის საფუძველზე, რომ სატრანსპორტო საშუალებაზე იმყოფება ავადმყოფი ან დაავადებაზე საეჭვო პირი ინფექციური დაავადების სიმპტომებით;

გ) დაავადებებზე არაკეთილსაიმედო ქვეყნებიდან ეპიდსიტუაციის გართულების დროს შემოსულ ტრანსპორტზე, ეკიპაჟსა და მგზავრებზე;

დ) შერჩევით, ეპიდსიტუაციის დადგენის მიზნით.

5. ინსპექციის სანიტარიულ-საკარანტინო ზედამხეველობის ქვედანაყოფები ინფორმაციას ღებულობენ ოპერატიულად, კერძოდ, სანაოსნო ტრანსპორტზე გემის აგენტისაგან, პორტში შესვლამდე 6სთ-ით ადრე, თვითმფრინავზე – აეროპორტის საწარმოო სადისპეტჩერო სამსახურიდან ჩამოფრენამდე 30წთ-ით ადრე, ხოლო მატარებლის უფროსისა და საავტომობილო საშუალებაზე პასუხისმგებელი პირისაგან – სასაზღვრო საკონტროლო პუნქტში შესვლისას.

6. სამედიცინო სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლი დროებითი სქემით ხორციელდება სპეციალისტთა გამსვლელი ბრიგადების (ჯგუფების) მიერ სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებზე სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის უფროსის ბრძანებით მაშინ, როდესაც სატრანსპორტო გადაზიდვები არარეგულარულია (დღე-ღამეში: აეროპორტებში – თვითმფრინავების ორი მოფრენა-გაფრენა, პორტებში – ერთი გემის შემოსვლა-გასვლა, 10-მდე ავტომობილის შემოსვლა-გასვლა).

7. სატრანსპორტო საშუალებების სანიტარიულ-საკარანტინო დათვალიერება და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება მოცემულ შემთხვევაში ხორციელდება სატრანსპორტო საწარმოს განაცხადის საფუძველზე სანიტარიულ-საკარანტინო ზედამხედველობის განყოფილების (პუნქტების) წინასწარი შეტყობინებით, სატრანსპორტო საშუალების შემოსვლამდე (ან გასვლამდე) არა უგვიანეს 2 საათისა.

8. სამედიცინო სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლი მუდმივი სქემით ხორციელდება სანიტარიულ-საკარანტინო ზედამხედველობის სამმართველოს (განყოფილების) მიერ მაშინ, როდესაც სატრანსპორტო გადაზიდვები რეგულარულია (დღე-ღამეში: აეროპორტებში – თვითმფრინავების 2-ზე მეტი მოფრენა-გაფრენა, პორტებში – 1-ზე მეტი გემის შემოსვლა-გასვლა, 10-ზე მეტი ავტომობილის შემოსვლა-გასვლა