ა) რეკომენდაციების საფუძველზე;
ბ) მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც სატრანსპორტო საშუალებაზე იმყოფება ავადმყოფი შემდეგი კლინიკური ნიშნებით: ცხელება (38oC და ზევით), დიარეა, პირღებინება, გამონაყარი, ლიმფური კვანძების გადიდება, სიყვითლე, სისხლჩაქცევები და სისხლდენები, ან აღმოჩნდა ინფექციის გამომწვევის გადამტანი ფეხსახსრიანები და მღრღნელები;
გ) გადმოცემული ინფორმაციის საფუძველზე, რომ სატრანსპორტო საშუალებაზე იმყოფება ავადმყოფი ან დაავადებაზე საეჭვო პირი ინფექციური დაავადების სიმპტომებით;
დ) დასენიანებული ქვეყნებიდან ეპიდსიტუაციის გართულების დროს შემოსულ ტრანსპორტზე, ეკიპაჟსა და მგზავრებზე;
ე) შერჩევით, ეპიდსიტუაციის დადგენის მიზნით.
2. სასაზღვრო ინსპექციის პუნქტები ინფორმაციას იღებენ ოპერატიულად, კერძოდ, სანაოსნო ტრანსპორტის შესახებ – გემის აგენტისაგან, პორტში შესვლამდე არანაკლებ 6 სთ-ით ადრე, თვითმფრინავის შესახებ – აეროპორტის საწარმოო სადისპეტჩერო სამსახურიდან, ჩამოფრენამდე 30 წუთით ადრე, ხოლო მატარებლის უფროსისა და საავტომობილო საშუალებისათვის პასუხისმგებელი პირებისაგან – საქართველოს საბაჟო საზღვარზე შესვლისას.
3. სამედიცინო სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის რეკომენდაციების თანახმად, დროებითი სქემით ხორციელდება უფლებამოსილ პირთა გამსვლელი ჯგუფების მიერ იმ შემთხვევაში, როდესაც სატრანსპორტო გადაზიდვები არარეგულარულია (დღე-ღამეში: აეროპორტებში – თვითმფრინავების ორი მოფრენა-გაფრენა, პორტებში – ერთი გემის შემოსვლა-გასვლა, 10-მდე ავტომობილის შემოსვლა-გასვლა).
4. საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული პირების, ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების კონტროლი ხორციელდება შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) ქვეყნის ტერიტორიაზე დაავადების შემოტანის მაქსიმალურად შეზღუდვის მიზნით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოსულ სატრანსპორტო საშუალებებზე (გარდა სახმელეთო ტრანსპორტისა), მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებზე ხორციელდება სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლი, რომელიც წინ უსწრებს სახელმწიფო კონტროლის ყველა სხვა სახეს;
ბ) ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების შესაბამისად შემოსული სატრანსპორტო საშუალებებისათვის (გარდა სახმელეთო ტრანსპორტისა), ეკიპაჟის წევრებისა და მგზავრებისათვის თავისუფალ ურთიერთობაზე თანხმობის მიცემა, ასევე საბაჟო საზღვარზე არსებული სხვა სამსახურების წარმომადგენლებთან.
5. საზღვაო პორტებსა და აეროპორტებში, ამ მუხლის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილი ღონისძიებების გარდა, დამატებით ხორციელდება:
ა) ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების შესაბამისად სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის უფლებამოსილი პირების მიერ, რომლებიც უზრუნველყოფენ სამედიცინო სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს, სატრანსპორტო საწარმოს ადმინისტრაციის ან სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისათვის თანხმობის გაცემა დასენიანებული ქვეყნიდან მომავალი გემის ან თვითმფრინავის თავისუფალ ურთიერთობებზე პორტთან ან აეროპორტთან, თუ გემის ან თვითმფრინავის ჩამოსვლამდე (არაუგვიანეს 30 წუთით ადრე) მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაავადებების შემოტანის საშიშროება არ არის;
ბ) გემის კაპიტანმა რეისის გზაზე უახლოესი პორტის ან დანიშნულების პორტის სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს:
ბ.ა) ბორტზე მგზავრებს ან ეკიპაჟის წევრებს (მათ შორის – გემიდან ჩასული პირები) შორის გარდაცვლილის ან დაავადების ნებისმიერი შემთხვევის შესახებ 15 დღის განმავლობაში ჩასვლის დღის გათვალისწინებით, ან საქართველოს პორტიდან გამოსვლის დღიდან გასული პერიოდის განმავლობაში (რომელი პერიოდიც უფრო მოკლეა);
ბ.ბ) რადიოთი ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით 24 სთ-ით ადრე ჩასვლამდე მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს შორის დიარეის შემთხვევათა რიცხვი (მათ შორის – ნული), რაც აღნიშნულია გემის სამედიცინო ჟურნალში მიმდინარე კრუიზის განმავლობაში;
ბ.გ) დიარეის ყველა შემთხვევა, რომელსაც ადგილი ექნება 24 სთ-ით ადრე გაგზავნილი შეტყობინების შემდეგ, ჩასვლამდე არა უგვიანეს 4 სთ-ით ადრე;
გ) თვითმფრინავის კაპიტანმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს თავისი რეისის გზაზე უახლოესი აეროპორტის ან დანიშნულების აეროპორტის სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს ბორტზე მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს შორის გარდაცვალების ან ავადმყოფობის ნებისმიერი შემთხვევის შესახებ.
6. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან ან რეკომენდაციებით მიღებული ოპერატიული ინფორმაციების საფუძველზე სხვა ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური სიტუაციების გამწვავებისას სასაზღვრო ინსპექციის პუნქტებზე მკაცრდება სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი.
7. საქართველოს ტერიტორიიდან პირების გასვლისას სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლი არ ვრცელდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საჭიროა:
ა) ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ქვეყნებისათვის ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინაციის ან რევაქცინაციის საერთაშორისო მოწმობის შემოწმება; ხოლო
ბ) სხვა ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე.
8. საქართველოს ტერიტორიიდან სატრანსპორტო საშუალებების გასვლისას ხორციელდება:
ა) საზღვაო პორტებში – გემის სანიტარიულ-საკარანტინო დათვალიერების შემდეგ თანხმობის გაცემა თავისუფალ ცურვაზე;
ბ) აეროპორტებში – სანიტარიულ-საკარანტინო დათვალიერების შემდეგ თანხმობის გაცემა საერთაშორისო რეისის შესრულებაზე, თვითმფრინავის საერთო დეკლარაციის სანიტარიული ნაწილის გაფორმებით მასში საჭიროების შემთხვევაში პროფილაქტიკური დეზინფექციის ან სხვა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარების შესახებ აღნიშვნით;
გ) საავტომობილო და სარკინიგზო გადასასვლელებზე – სანიტარიულ-საკარანტინო დათვალიერება არ ხორციელდება, თუ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს არ გააჩნია შესაბამისი რეკომენდაცია.
9. დაავადებული ადამიანის გვამის შემოტანა საქართველოს საბაჟო საზღვარზე არ შეიძლება, თუ მას თან არ ახლავს საერთაშორისო წესების შესაბამისად ბალზამირების შესახებ ამსახველი ინფორმაცია, არ არის მოთავსებული ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში ან კრემირებული, და განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შემთხვევებში (რაც ასევე დასტურდება თანმხლები დოკუმენტაციის მიხედვით) – არ არის შეთანხმებული ცენტრთან.
გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების/გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობა და მისი შევსების წე