1. მგზავრების მიმართ გამოყენებული ვაქცინაციის და პროფილაქტიკური ღონისძიებების მოწმობა უნდა შეესაბამებოდეს №8 დანართში წარმოდგენილ მოწმობას, ხოლო კონკრეტული დაავადებისას – კონკრეტული დაავადების მიმართ გამოყენებული ვაქცინაციის და პროფილაქტიკური ღონისძიებების მოწმობას.
2. მგზავრს, რომელსაც აქვს №8 დანართის, ხოლო კონკრეტული დაავადებისას – შესაბამისი მოწმობა ვაქცინაციისა და პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ, არ შეიძლება უარი ეთქვას ქვეყანაში შემოსვლაზე ამ მოწმობაში მითითებული დაავადების მიზეზით, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მგზავრი შემოდის დასენიანებული ზონიდან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კომპეტენტურ ორგანოს აქვს მონაცემები და/ან ფაქტები იმის შესახებ, რომ ვაქცინაცია ან სხვა პროფილაქტიკური ღონისძიებები აღმოჩნდა არაეფექტურ