ამ დადგენილებით გათვალისწინებული სანიტარიული ღონისძიებების განხორციელებისას კომპეტენტური ორგანოს პასუხისმგებელი პირები ვალდებულნი არიან მგზავრებს მოეპყრონ პატივისცემით მათი ღირსებისადმი, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებისადმი და მინიმუმამდე დაიყვანონ მიყენებული დისკომფორტი, რაც მოიცავს:
ა) პატივისცემით მოპყრობას ყველა მგზავრის მიმართ;
ბ) მგზავრის სქესობრივი, სოციალურ-კულტურული, ეთნიკური თავისებურებების და რელიგიური მრწამსის გათვალისწინებას;
გ) ადეკვატური საკვებითა და წყლით, განთავსებით, ტანსაცმლით, სათანადო სამედიცინო მომსახურებით, კომუნიკაციის აუცილებელი საშუალებებით (შეძლებისდაგვარად, მათთვის გასაგებ ენაზე) უზრუნველყოფას, მათი ბარგისა და ხელბარგის დაცულობას და სხვა სათანადო დახმარების გაწევას იმ მგზავრებისათვის, რომლებიც მოთავსებულნი არიან კარანტინში ან იმყოფებიან იზოლაციაში, ან რომლებსაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნებისათვის უტარდებათ სამედიცინო გამოკვლევა ან სხვა პროცედურ