1. თუ სატრანსპორტო საშუალების ბორტზე აღმოჩენილია დაავადების კლინიკური ნიშნები ან სიმპტომები და მონაცემები, რომლებიც ეფუძნება ფაქტებს ან დადასტურებულ ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის რისკის თაობაზე, მათ შორის, ინფექციისა და კონტამინაციის წყაროები, ასეთი სატრანსპორტო საშუალება ჩაითვლება დასენიანებულად და სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს მოცემული სატრანსპორტო საშუალების დეზინფექციის, დეკონტამინაციის, დეზინსექციის ან დერატიზაციის თავისი კონტროლის ქვეშ ჩატარება;
ბ) ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკის კონტროლის ადეკვატური დონის უზრუნველმყოფი, ამ დადგენილებით და რეკომენდაციებით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენების შესახებ; აგრეთვე გამოიყენოს სხვა მეთოდები და მასალები, თუ დადგენილია მათი უსაფრთხოება და საიმედოობა;
გ) დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი უფლებამოსილია გამოიყენოს დამატებითი სანიტარიული ღონისძიებები (საჭიროების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალებების იზოლაციის ჩათვლით), რომელთა გამოყენების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება ეროვნულ კოორდინატორს.
2. თუ შემოსასვლელი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი ვერ უზრუნველყოფს ამ მუხლით გათვალისწინებული კონტროლის ღონისძიებების განხორციელებას, დასენიანებულ სატრანსპორტო საშუალებას შესაძლებელია მიეცეს გასვლის ნებართვა შემდეგი პირობების დაცვით:
ა) სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი გასვლისას აწვდის შემდგომი დანიშნულების პუნქტის კომპეტენტურ ორგანოს ინფორმაციას აღმოჩენილი ფაქტებისა და კონტროლის აუცილებელი ღონისძიებების შესახებ;
ბ) გემის შემთხვევაში – აღმოჩენილი ფაქტები და კონტროლის აუცილებელი ღონისძიებები აღინიშნება გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობაში, ასევე მიეთითება „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმაში“ (დანართი №10), გამოვლენილი არადამაკმაყოფილებელი ფაქტის შესაბამისი კოდის დაფიქსირებით. ამასთან, „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმის“ შევსების შემთხვევაში გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობაზე დაისმება შტამპი „იხილეთ დანართი“ (დანართი №12), რაც ადასტურებს გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობასთან ერთად „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმის“ არსებობას;
გ) ნებისმიერ ასეთ სატრანსპორტო საშუალებას უფლება ეძლევა, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის კონტროლის ქვეშ ბორტზე მიიღოს საწვავი, წყალი, სურსათი და სხვა საჭირო მარაგი.
3. დასენიანებული სატრანსპორტო საშუალება აღარ ჩაითვლება დასენიანებულად, თუ:
ა) ეფექტიანად განხორციელდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები;
ბ) ბორტზე აღარ არსებობს პირობები, რომლებიც შესაძლებელია წარმოადგენდეს რისკს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვი