1. სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს ევალება:
ა) შეამოწმოს დასენიანებული რეგიონებიდან შემოსული ბარგი და ხელბარგი, ტვირთი, კონტეინერები, სატრანსპორტო საშუალებები, საქონელი, საფოსტო გზავნილები და ადამიანის გვამი, ინფექციისა და კონტამინაციის წყაროების (გადამტანებისა და რეზერვუარების ჩათვლით) არარსებობაში დარწმუნების მიზნით;
ბ) უზრუნველყოს შემოსასვლელ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტებში მგზავრების მიერ გამოსაყენებელი საშუალებების სანიტარიული მდგომარეობა, ინფექციისა და კონტამინაციის წყაროების (გადამტანებისა და რეზერვუარების ჩათვლით) არსებობის გამოსარიცხად;
გ) განახორციელოს კონტროლის ობიექტის დეზინფექციის, დეკონტამინაციის, დეზინსექციის ან დერატიზაციის ჩატარების, ან შესაბამის შემთხვევებში, დადგენილი წესით მგზავრთა სანიტარიული დამუშავების ზედამხედველობა;
დ) სატრანსპორტო საშუალების მიმართ გასატარებელი კონტროლის ღონისძიებებისა და გამოსაყენებელი მეთოდების შესახებ შესაძლებლობის შემთხვევაში წინასწარ მიაწოდოს ინფორმაცია გადამზიდველს ან სატრანსპორტო საშუალების მფლობელს;
ე) განახორციელოს სატრანსპორტო საშუალებიდან კონტამინირებული წყლის, კვების პროდუქტების, ადამიანებისა და ცხოველების ცხოველქმედების ნარჩენების, ჩამდინარე წყლის და ნებისმიერი სხვა დაავადების გამომწვევი ნივთიერების ამოღებისა და უსაფრთხო მოცილების კონტროლი;
ვ) ზღვის, მდინარეების, ტბებისა და წყალსაცავების კონტამინირების თავიდან აცილების მიზნით, შეძლებისდაგვარად განახორციელოს გემებიდან ნაწრეტი წყლის, ნარჩენების, ბალასტის წყლის და სხვა პოტენციურად დაავადების გამომწვევი ნივთიერებების გადმოყრა-გადმოღვრის მონიტორინგი;
ზ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში საგანგებო სიტუაციის შემთხვევისათვის მზადყოფნაში იქონიოს სათანადო გეგმები და საშუალებები.
2. დასენიანებული ზონებიდან კონტროლის ობიექტების შემოსვლისას მათ მიმართ შესაძლებელია სანიტარიული კონტროლის ღონისძიებების ხელახლა გამოყენება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს მონაცემები და/ან ფაქტები, რომლებიც მოწმობენ, რომ დასენიანებული ზონიდან გამოსვლისას მათ მიმართ მიღებული ზომები არ აღმოჩნდა ეფექტიანი.
3. დეზინფექცია, დეკონტამინაცია, დეზინსექცია, დერატიზაცია ან სხვა სანიტარიული პროცედურები უნდა ჩატარდეს იმგვარად, რომ მაქსიმალურად გამოირიცხოს მგზავრებისათვის ზიანის მიყენება ან მათი დისკომფორტი, ასევე გარემოს დაბინძურება, და არ გამოიწვიოს კონტროლის ობიექტისათვის ზარალის მიყენება.
სამედიცინო სანიტარიულ-საკარანტინო ღონისძიებები და სპეციალური მოთხოვნე