1. საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად განხორციელების კომპეტენცია ეკისრება:
ა) სამსახურს, რომელიც არის ამ დადგენილებით განსაზღვრული სანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის ღონისძიებების განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანო;
ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (შემდგომში – ცენტრი), ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების ეროვნულ კოორდინატორს, რომელიც ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის საკონტაქტო პუნქტებთან კავშირისათვის ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს, 24 საათის განმავლობაში და არის უფლებამოსილი ცენტრი, რომელიც, თავის მხრივ, საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებულ ინფორმაციას აწვდის საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოს;
გ) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს – ქიმიური და რადიოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკების გამოვლენის შემთხვევაში.
2. ცენტრი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, სამსახურს აწვდის რეკომენდაციებს დასენიანებული ქვეყნების და მოსალოდნელი რისკების გათვალისწინებით. რეკომენდაციებს თან უნდა დაერთოს სანიტარიული კონტროლისა და სანიტარიული ღონისძიებების ჩამონათვალი, რომელთა ჩატარება აუცილებელია კონკრეტული დაავადების გავრცელების აღსაკვეთად.
3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, დასენიანებული რეგიონიდან ჩამოსულ პირთა აღრიცხვას (დანართი №9) ახორციელებს სამსახური.
4. „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საგანგებო სიტუაციებში პასუხისმგებელ ორგანოთა კოორდინირებულ ქმედებებს ხელმძღვანელობს ეროვნული რეაგირების გეგმით განსაზღვრული სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ