1. გადამზიდველი ვალდებულია:

ა) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობითა და რეკომენდაციებით გათვალისწინებული სანიტარიული მოთხოვნები;

ბ) უზრუნველყოს მგზავრების ინფორმირება საქართველოს კანონმდებლობითა და რეკომენდაციებით გათვალისწინებული სანიტარიული მოთხოვნების შესახებ;

გ) თავისი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე მუდმივად უზრუნველყოს ინფექციისა და კონტამინაციის წყაროების დაუშვებლობა.

2. გადამზიდველი უზრუნველყოფს:

ა) სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის ინსპექტირების ჩატარების ხელშეწყობას;

ბ) ბორტზე მყოფი მგზავრების სამედიცინო გამოკვლევის ხელშეწყობას;

გ) ამ დადგენილებით განსაზღვრული სხვა სანიტარიული ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობას;

დ) სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის უფლებამოსილი პირის მოთხოვნით, საჭირო სამედიცინო-სანიტარიული ინფორმაციის წარმოდგენას.

3. გადამზიდველი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს წარუდგენს გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების/გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობას (დანართი №4) ან საზღვაო სამედიცინო-სანიტარიულ დეკლარაციას (დანართი №5), ან საჰაერო ხომალდის საერთო დეკლარაციის სანიტარიულ ნაწილს (დანართი №7).

4. საქონლის, სატრანსპორტო საშუალების, ბარგისა და ხელბარგის მიმართ ამ დადგენილებით გათვალისწინებული კონტროლის ღონისძიებების გამოყენებისას შეძლებისდაგვარად თავიდან უნდა იქნეს აცილებული პირების ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება, მათი დისკომფორტი ან საქონლის, სატრანსპორტო საშუალებების, ბარგისა და ხელბარგისათვის ზარალის მიყენება. საჭიროებისა და მიზანშეწონილობის შემთხვევაში, შესაძლებელია სანიტარიული კონტროლის პროცედურები განხორციელდეს ცარიელ სატრანსპორტო საშუალებებზე (მათ შორის, ცარიელ ტრიუმებზე).

5. ინფორმაცია საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სანიტარიული დამუშავების ზომებისადმი დაქვემდებარების, გამოყენებული მეთოდებისა და მათი გამოყენების მიზეზების შესახებ წერილობითი ფორმით მიეწოდება საჰაერო ხომალდის პასუხისმგებელ პირს, ხოლო გემის შემთხვევაში აღინიშნება გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობაში და „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმაში“ (დანართი №10). ამასთან, „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმის“ შევსების შემთხვევაში გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობაზე დაისმება შტამპი „იხილეთ დანართი“ (დანართი №12), რაც ადასტურებს გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობასთან ერთად „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმის“ არსებობა