1. თუ საერთაშორისო შეთანხმებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გემს და საჰაერო ხომალდს სანიტარიული ხასიათის მიზეზით არ შეიძლება აეკრძალოს ნებისმიერ შემოსასვლელ პუნქტში შემოსვლა. თუ მოცემული შემოსასვლელი პუნქტი ამ დადგენილებით გათვალისწინებული სანიტარიული ღონისძიებების გამოყენებისათვის არ არის მოწყობილი, შესაძლებელია გემს ან საჰაერო ხომალდს მიეცეს უფლება, თავიანთი რისკით გადაადგილდნენ მათთვის მისაღებ უახლოეს შემოსასვლელ პუნქტში, თუ გემს ან საჰაერო ხომალდს არ გააჩნია ისეთი საექსპლუატაციო ხასიათის პრობლემები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის მათ ამგვარი გადახვევისას.

2. თუ საერთაშორისო შეთანხმებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, არ შეიძლება გემს ან საჰაერო ხომალდს სანიტარიული თვალსაზრისით უარი ეთქვას თავისუფალ ურთიერთობაზე. კერძოდ, მათ არ შეიძლება უარი ეთქვათ ჩასხდომა-გადმოსხდომაზე, საქონლის, ბარგისა და ხელბარგის ჩატვირთვა-გადმოტვირთვაზე ან ბორტზე საწვავის, წყლის, სურსათის და სხვა საჭირო მარაგის მიღებაზე. ამ შემთხვევაში თანხმობა თავისუფალ ურთიერთობაზე მათ ეძლევათ იმ პირობით, რომ ჩატარდება სანიტარიული კონტროლი და, თუ ბორტზე აღმოჩენილი იქნება ინფექციის ან კონტამინაციის წყარო, მათი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით განხორციელდება აუცილებელი დეზინფექცია, დეკონტამინაცია, დეზინსექცია, დერატიზაცია ან სხვა აუცილებელი ღონისძიებები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით, აგრეთვე იმ შემთხვევებში, როდესაც აღნიშნული პრაქტიკულად განხორციელებადია, საჰაერო ხომალდს ან გემს შესაძლებელია მიეცეს თანხმობა თავისუფალ ურთიერთობაზე რადიოკავშირის ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით, თუ შემოსვლამდე მიღებული ინფორმაციით დასტურდება, რომ ამ გემის ან საჰაერო ხომალდის შემოსვლა არ განაპირობებს დაავადების შემოტანას და გავრცელებას.

4. გემის კაპიტნები ან საჰაერო ხომალდის მეთაურები ან მათი წარმომადგენლები დანიშნულების ნავსადგურში შემოსვლამდე ან აეროპორტში ჩამოფრენამდე (როგორც კი ცნობილი გახდა მათთვის), აცნობებენ ნავსადგურის ან აეროპორტის კონტროლის ორგანოს ინფექციური ხასიათის დაავადების გამოვლენის ნებისმიერი შემთხვევის ან იმ ფაქტის შესახებ, რომელიც წარმოადგენს რისკს ბორტზე მყოფი ადამიანების ჯანმრთელობისათვის. აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს (აეროპორტი, ნავსადგური). გადაუდებელ შემთხვევებში ასეთი ინფორმაცია მიწოდებულ უნდა იქნეს უშუალოდ გემის კაპიტნის ან საჰაერო ხომალდის მეთაურის მიერ.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც საჰაერო ხომალდის მეთაურისაგან ან გემის კაპიტნისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით ხორციელდება დაავადებაზე საეჭვო ან დასენიანებული სატრანსპორტო საშუალების დაშვება თავდაპირველად განსაზღვრულისაგან განსხვავებულ აეროპორტში, ან შესაბამისად ღუზაზე დადგომა განსხვავებულ ნავსადგურში:

ა) გემის კაპიტანი ან საჰაერო ხომალდის მეთაური ან სხვა უფლებამოსილი პირი მიმართავს ყველა საშუალებას, რომ დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს უახლოეს სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს;

ბ) როგორც კი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი ინფორმირებული იქნება განხორციელებული დაშვების ან ღუზაზე დადგომის შესახებ, მას შეუძლია განახორციელოს რეკომენდაციებით ან ამ დადგენილებით გათვალისწინებული სხვა სანიტარიული ღონისძიებები;

გ) გარდა კომპეტენტურ ორგანოსთან დაკავშირების ან რაიმე საგანგებო მიზეზისა, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის ნებართვის გარეშე არც ერთმა პირმა არ უნდა დატოვოს ასეთი საჰაერო ხომალდის ან გემის ბორტი და არ უნდა გადაადგილდეს ბორტზე არსებული საქონელი;

დ) სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის მიერ შეთავაზებული ყველა ღონისძიების შესრულების შემდგომ საჰაერო ხომალდი ან გემი შესაძლებელია გადაადგილდეს თავდაპირველი დანიშნულების აეროპორტში ან ნავსადგურში. თუ ტექნიკური მიზეზების გამო აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მათი გადაადგილება შესაძლებელია სხვა, მათთვის მისაღებ აეროპორტში ან ნავსადგურში.

6. ამ მუხლის მოთხოვნებისაგან დამოუკიდებლად, გემის კაპიტანს ან საჰაერო ხომალდის მეთაურს შეუძლია მიიღოს ისეთი საგანგებო ზომები, რომლებიც აუცილებელია ბორტზე მყოფი მგზავრების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამ პუნქტის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი ზომების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება სასაზღვრო ინსპექციის პუნქტ