1. ინვაზიური სამედიცინო გამოკვლევა, ვაქცინაცია ან სხვა პროფილაქტიკური ღონისძიებები არ წარმოადგენს მგზავრის ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლის წინაპირობას, თუმცა სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი უფლებამოსილია მოითხოვოს მგზავრის სამედიცინო გამოკვლევა, ვაქცინაცია ან სხვა პროფილაქტიკური ღონისძიებები, ან სათანადო ცნობები ამ ღონისძიებების შესახებ ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების ეროვნული კოორდინატორის მიერ მიწოდებული ინსტრუქციის საფუძველზე:
ა) საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის რისკის განსაზღვრის აუცილებლობის შემთხვევაში;
ბ) მგზავრის შემოსვლის წინაპირობის სახით, როდესაც პირს განზრახული აქვს მიიღოს დროებითი ან მუდმივი საცხოვრებელი.
2. როდესაც მგზავრი (რომლის მიმართაც სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება, ვაქცინაცია ან სხვა პროფილაქტიკური ღონისძიებები) არ ეთანხმება ნებისმიერი. აღნიშნული ღონისძიების გამოყენებას ან უარს აცხადებს ამ ტექნოლოგიური სქემის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის და დოკუმენტების წარდგენაზე, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი უფლებამოსილია უარი განუცხადოს მგზავრს ქვეყანაში შემოსვლაზე. საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის გარდაუვალი რისკის შესახებ მონაცემების არსებობისას და იმ ხარისხის გათვალისწინებით, თუ რამდენად აუცილებელია ასეთ რისკზე კონტროლის დაწესებისათვის აღნიშნული პროცედურების ჩატარება, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი უწევს რეკომენდაციას მგზავრს ამ პროცედურების განხორციელებასთან დაკავშირებით, ხოლო უარის შემთხვევაში უფლებამოსილია აიძულოს მგზავრი, რომ დაექვემდებაროს:
ა) შეძლებისდაგვარად ნაკლებინვაზიურ და ინტრუზიულ სამედიცინო გამოკვლევას, რაც შესაძლებელს გახდის მიღწეულ იქნეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნები;
ბ) ვაქცინაციას ან სხვა პროფილაქტიკურ ღონისძიებას;
გ) დამატებით დადგენილ სანიტარიულ ღონისძიებებს, რაც შესაძლებელს გახდის თავიდან იქნეს აცილებული დაავადების გავრცელება, ან დაწესდეს კონტროლი დაავადების გავრცელებაზე (იზოლაცია, კარანტინი ან მგზავრის მოქცევა სამედიცინო დაკვირვების ქვეშ