1. საერთაშორისო გადაზიდვებისას გამოიყენება ისეთი კონტეინერი, რომელიც უზრუნველყოფს ნებისმიერი ინფექციის ან კონტამინაციის წყაროების არსებობის თავიდან აცილებას (გადამტანებისა და რეზერვუარების ჩათვლით).
2. კონტეინერების დატვირთვის ადგილებში უნდა გატარდეს ღონისძიებები ინფექციის ან კონტამინაციის წყაროების არსებობის (გადამტანებისა და რეზერვუარების ჩათვლით) თავიდან ასაცილებლად.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც საკონტეინერო გადაზიდვების მოცულობა საკმაოდ დიდია, კომპეტენტური ორგანოები ამ დადგენილებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველსაყოფად, კონტეინერებისა და მათი დატვირთვის ადგილების სანიტარიული მდგომარეობის შეფასების მიზნით ახორციელებენ ყველა პრაქტიკულად შესასრულებელ ღონისძიებას, ინსპექტირების ჩატარების ჩათვლით.
4. კონტეინერების დატვირთვის ადგილებში უნდა არსებობდეს კონტეინერების ინსპექტირებისა და იზოლაციის საშუალებები.
5. კონტეინერების მიმღებმა და გამგზავნმა უნდა უზრუნველყონ ყველა შესაბამისი ზომის გატარება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ჯვარედინი კონტამინაცია კონტეინერების მრავალჯერადი დატვირთვის შემთხვევაში.
სამედიცინო-სანიტარიული დოკუმენტე