1. საქართველოს ტერიტორიაზე პირველ ნავსადგურში შესვლამდე გემის კაპიტანი არკვევს გემის ბორტზე არსებულ სამედიცინო-სანიტარიულ მდგომარეობას (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული არ მოითხოვება). გემის შემოსვლისთანავე ან წინასწარ (თუ ქვეყნის მიერ მოითხოვება აღნიშნული) გემის კაპიტანი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს წარუდგენს საზღვაო სამედიცინო-სანიტარიულ დეკლარაციას, რომელსაც ასევე ხელს აწერს გემის ექიმი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. გემის კაპიტანი ან გემის ექიმი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის უფლებამოსილი პირის მოთხოვნით წარადგენს სრულ ინფორმაციას საერთაშორისო მგზავრობის განმავლობაში ბორტზე არსებული სამედიცინო-სანიტარიული მდგომარეობის შესახებ.
3. საზღვაო სამედიცინო-სანიტარიული დეკლარაცია უნდა შეესაბამებოდეს №5 დანართში წარმოდგენილ ნიმუშ