1. საჰაერო ხომალდის ფრენისას ან საქართველოს ტერიტორიის პირველ აეროპორტში დაშვების შემდეგ საჰაერო ხომალდის მეთაური ან მისი წარმომადგენელი შესაძლებლობის ფარგლებში (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული არ მოითხოვება) ავსებს და სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს წარუდგენს საჰაერო ხომალდის საერთო დეკლარაციის სანიტარიულ ნაწილს, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს №7 დანართში წარმოდგენილ ნიმუშს.

2. საჰაერო ხომალდის მეთაური ან მისი წარმომადგენელი, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის უფლებამოსილი პირის მოთხოვნით, წარადგენს სრულ ინფორმაციას საერთაშორისო მგზავრობის განმავლობაში საჰაერო ხომალდზე არსებული სამედიცინო-სანიტარიული მდგომარეობისა და მის მიმართ გატარებული სამედიცინო-სანიტარიული ღონისძიებების შესახე