1. გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლებისა და გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობის მოქმედების მაქსიმალური ვადა შეადგენს ექვს თვეს. თუ გათვალისწინებული ინსპექტირების ან კონტროლის ღონისძიებების განხორციელება ვერ ხერხდება გემის შემოსვლის ნავსადგურში, აღნიშნული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს ერთი თვით. ვადის გაგრძელების შემთხვევაში მოწმობაზე დაისმება შტამპი „ვადის გაგრძელება“ (დანართი №11).
2. გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლებისა და გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობის წარუდგენლობის ან გემის ბორტზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის საფრთხის აღმოჩენის შესახებ მონაცემების არსებობის შემთხვევაში სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი მოქმედებს ამ ტექნოლოგიური სქემის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
3. ამ მუხლში ნახსენები მოწმობები უნდა შეესაბამებოდეს №4 დანართში წარმოდგენილ ნიმუშს.
4. კონტროლის ღონისძიებები აგრეთვე გამოიყენება ცარიელი გემის მიმართ. ბალასტის მქონე გემზე აღნიშნული ღონისძიებები გამოიყენება მათ დატვირთვამდე.
5. კონტროლის დამაკმაყოფილებელი შედეგებით დასრულების შემთხვევაში სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის უფლებამოსილი პირი გასცემს გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების/გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობას, რომელშიც აღინიშნება ინფორმაცია გამოვლენილი ფაქტებისა და გატარებული კონტროლის ღონისძიებების შესახებ.
6. სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის უფლებამოსილ პირს შეუძლია გასცეს გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების/გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობა, თუ იგი დარწმუნდა, რომ გემი თავისუფალია ინფექციისა და კონტამინაციის წყაროებისაგან (გადამტანებისა და რეზერვუარების ჩათვლით). აღნიშნული მოწმობა, როგორც წესი, გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩატარებულია ცარიელი გემის ინსპექტირება ან თუ ტრიუმები გავსებულია ბალასტით ან სხვა ისეთი მასალით, რომლის ხასიათი და განთავსება იძლევა ტრიუმების სრულფასოვანი ინსპექტირების საშუალებას.
7. თუ კონტროლის ღონისძიებების ჩატარების პირობები ისეთია, რომ ამ პროცედურების განმახორციელებელი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის უფლებამოსილი პირის აზრით დამაკმაყოფილებელი შედეგის მიღწევა შეუძლებელია, იგი აკეთებს შესაბამის აღნიშვნას გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობაში და ავსებს „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმას“ (დანართი №10), გამოვლენილი არადამაკმაყოფილებელი ფაქტის შესაბამისი კოდის მითითებით. ამასთან, „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმის“ შევსების შემთხვევაში, გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობაზე დაისმება შტამპი „იხილეთ დანართი“ (დანართი №12), რაც ადასტურებს გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობასთან ერთად „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმის“ არსებობას.