ა) ნიმუში, რომელშიც მითითებულია გემის ძირითადი სათავსები, რომლებიც ექვემდებარება ინსპექტირებას; და

ბ) დამატება, სადაც ჩამოთვლილია კვების, წყალმომარაგების, ნარჩენების მოცილების, საცურაო აუზების/ჰიდრომასაჟის აბაზანების, სამედიცინო-სანიტარიული სამსახურის და სხვა სათავსები, რომლებიც საჭიროებენ გულდასმით ინსპექტირებას გემის ზომისა და ტიპის მიხედვით.

2. სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის მიერ გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების/გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობა გაიცემა გემის კაპიტნის (აგენტის ან სხვა პირის) განაცხადის საფუძველზე.

3. გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების/გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობის გაცემის მიზნით, უფლებამოსილი პირი ადის გემზე და ამოწმებს შემდეგ უბნებს:

ა) კამბუზი;

ბ) სურსათის სათავსი;

გ) საწყობის ნაკვეთური;

დ) ტრიუმები/სატვირთო სათავსები;

ე) საცხოვრებელი სათავსები (ეკიპაჟისათვის, სამეთაურო შემადგენლობისათვის, მგზავრებისათვის);

ვ) გემბანი (სასმელი წყალი, ჩამდინარი წყლები, საბალასტე ნაკვეთური, მდგარი წყალი);

ზ) სამანქანო განყოფილება;

თ) მყარი და სამედიცინო ნარჩენები;

ი) სანიტარიული სამსახური (აღჭურვილობა და სამედიცინო მოწყობილობა, ფუნქციონირება, სამკურნალო საშუალებები);

კ) კვების სამსახური (წყარო, შენახვა, მომზადება, მომსახურება);

ლ) წყალმომარაგების სისტემა (წყარო, შენახვა, განაწილება);

მ) ნარჩენების მოცილების სისტემა (შენახვა, დამუშავება, მოცილება);

ნ) საცურაო აუზები/ჰიდრომასაჟების აბაზანები (მოწყობილობა, ფუნქციონირება);

ო) სხვა უბნები.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უბნების შემოწმებისას, როდესაც არ იქნება გამოვლენილი საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის საშიში რისკები (დაავადების გამომწვევი, გადამტანები, რეზერვუარები, ინფექციური აგენტი და სხვა, რომლებიც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას) უფლებამოსილი პირი გასცემს სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების მოწმობას. დარღვევების არსებობისას უფლებამოსილი პირი კაპიტანს (აგენტს ან მათ წარმომადგენელს) მიუთითებს გასატარებელი ღონისძიებების შესახებ და მისი აღმოფხვრის შემდგომ, მოწმობაში სათანადო აღნიშვნების შეტანით გასცემს „სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობას“.

5. დარღვევების არსებობისას, უფლებამოსილი პირი დამატებით ავსებს „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმას“ (დანართი №10), „ჯანმრთელობის საერთაშორისო წესებზე“ დაფუძნებული „გემის ინსპექტირებისა და გემის სანიტარიული სერტიფიკატის გაცემის“ სახელმძღვანელოს მიხედვით, გამოვლენილი არადამაკმაყოფილებელი ფაქტის შესაბამისი კოდის მითითებით. ამასთან, „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმის“ შევსების შემთხვევაში, გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობაზე დაისმება შტამპი „იხილეთ დანართი“ (დანართი №12), რაც ადასტურებს გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობასთან ერთად „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმის“ არსებობას.

თავი III

საჰაერო ხომალდები შემოსასვლელ პუნქტებ