2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულება სავალდებულოა სასაზღვრო ინსპექციის პუნქტებისათვის.
3. რეკომენდაციები უნდა შეიცავდეს დეტალურ ინფორმაციას გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოთხოვნის თანახმად, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტები ახორციელებენ დასენიანებული რეგიონიდან ჩამოსულ მგზავრთა აღრიცხვას, №9 დანართის შესაბამისად.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, როგორც IHR-2005-ის ეროვნულ კოორდინატორსა და შემოსავლების სამსახურს შორის „ურთიერთქმედების წეს