ა) სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და დაავადებების რისკის არსებობის შესახებ, სადაც ისინი მიემგზავრებიან;

ბ) აგრეთვე დაავადებათა სიმპტომების, პირადი პროფილაქტიკისა და დაავადების შემთხვევაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

2. იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა ტერიტორიებზე გამგზავრებისას საქართველოს მოქალაქეებს მოეთხოვებათ დაავადებებისა და სხვა ინფექციების საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელთაც ითხოვენ სხვა სახელმწიფოები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციების თანახმად, დგინდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს მიერ და მიეწოდება შემოსავლების სამსახურს, აგრეთვე ორგანიზაციებს, რომლებიც აგზავნიან მოქალაქეებს საზღვარგარეთ.

3. ორგანიზაციები, რომლებიც მოქალაქეებს აგზავნიან დაავადებათა ბუნებრივი ენდემიური კერების მქონე ქვეყნებში, ინახავენ მონაცემებს მოქალაქეების შესახებ (სიებს) ინფიცირებულ რაიონებში მათი იქ ყოფნის დროის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.

თავი VII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებე