ა) ინფორმაციას მსოფლიოში გავრცელებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით საშიში დაავადებების შესახებ;

ბ) კონკრეტული დაავადების წინააღმდეგ გასატარებელ რეკომენდაციებს;

გ) სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო სხვა მონაცემებს.

2. ეროვნულ ცენტრს (ინფორმაციის მიწოდების ვადას შემოსავლების სამსახური და ეროვნული ცენტრი განსაზღვრავენ ურთიერთშეთანხმებით) მიეწოდება:

ა) ინფორმაცია დასენიანებული რეგიონიდან ჩამოსული მგზავრების შესახებ;

ბ) ინფორმაცია სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის შედეგად გამოვლენილი დარღვევების შესახებ, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელი ღონისძიებების გატარებას.

3. შემოსავლების სამსახურისა და ეროვნული ცენტრის ურთიერთშეთანხმებით სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების პროცესში, განსაკუთრებულ შემთხვევებში, შესაძლებელია მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.

თავი VI

საკარანტინო და სხვა საშიშ დაავადებებზე დაინფიცირებულ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების გამგზავრებისას ჩასატარებელი სპეციალური ღონისძიებე