2. საჰაერო ხომალდის მეთაური ან მისი წარმომადგენელი, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის უფლებამოსილი პირის მოთხოვნით, წარადგენს სრულ ინფორმაციას საერთაშორისო მგზავრობის განმავლობაში საჰაერო ხომალდზე არსებული სამედიცინო-სანიტარიული მდგომარეობისა და მის მიმართ გატარებული სამედიცინო-სანიტარიული ღონისძიებების შესახებ.

3. საჰაერო ხომალდის მეთაური ან მისი წარმომადგენელი რეისში ყოფნისას ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებებზე სანიტარიული წესების, სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, რომლებიც მიმართულია ეკიპაჟის წევრთა და მგზავრთა ჯანმრთელობის დაცვისაკენ;

ბ) სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს დაუყოვნებლივ აცნობოს სატრანსპორტო საშუალებაზე ეკიპაჟის წევრებს ან მგზავრებს შორის ინფექციურ დაავადებაზე საეჭვო პირის ან დაავადების გამომწვევი აგენტების, გადამტანებისა და რეზერვუარების შესახებ;

გ) მგზავრობის დროს ინფექციურ დაავადებაზე საეჭვო პირების გამოვლენისას აუცილებელია ჩატარდეს პირველადი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები, მათ შორის: ასეთი პირების დროებითი იზოლაცია; დაავადებულისთვის პირველი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა დანიშნულების აეროპორტის ან უახლოესი აეროპორტის სამედიცინო დაწესებულების კონსულტაციით; სატრანსპორტო საშუალებაზე მყოფი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაკვირვება; ავადმყოფებისა და აღმოჩენილი მკვდარი მღრღნელებისგან მასალის აღება, შენახვა და მიწოდება ლაბორატორიული კვლევისათვის.

თავი IV

სატვირთო ავტომობილები, სატვირთო და სამგზავრო მატარებლები და ავტობუსები შემოსასვლელ პუნქტებ