თუ საერთაშორისო შეთანხმებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დაავადების გავრცელებაზე ეჭვის გამო მეთვალყურეობადაწესებულ მგზავრს შეუძლია გააგრძელოს საერთაშორისო მოგზაურობა, თუ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის უფლებამოსილი პირი მიიჩნევს, რომ აღნიშნული მგზავრი არ წარმოადგენს უშუალო რისკს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის. ასეთი მგზავრის არსებობის შესახებ ინფორმაცია გადაეცემა ცენტრს, რომელიც, თავის მხრივ, ატყობინებს დანიშნულების ქვეყნის კომპეტენტურ ორგანო