საერთაშორისო შეთანხმებების მოთხოვნებისა და ამ ტექნოლოგიური სქემის მე-8 მუხლის (მოიცავს დამატებით სამედიცინო-სანიტარიულ ღონისძიებებს) გათვალისწინებით, სანიტარიული ღონისძიებები არ გამოიყენება:
ა) გემის მიმართ, რომელიც შემოსულია არადასენიანებული ზონიდან და გადაადგილდება ქვეყნის ტერიტორიის გავლით სხვა ქვეყნის პორტებში. ნებისმიერი ასეთი გემისათვის ნებადართულია, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის უფლებამოსილი პირის კონტროლით ბორტზე მიიღოს საწვავი, წყალი, სურსათი და სხვა საჭირო მარაგი;
ბ) გემის მიმართ, რომელიც ნავსადგურში შესვლის (მგზავრების გადმოსხმის) გარეშე გადაადგილდება ქვეყნის იურისდიქციის ქვეშ არსებული წყლების გავლით;
გ) ტრანზიტული საჰაერო ხომალდის მიმართ – ქვეყნის იურისდიქციის ქვეშ არსებულ აეროპორტებში, იმ გამონაკლისის გათვალისწინებით, რომ ამ საჰაერო ხომალდის დგომა შესაძლებელი იქნება აეროპორტის ტერიტორიის განსაზღვრულ ზონაში, მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხდომისა და საქონლის ჩატვირთვა-გადმოტვირთვის უფლების გარეშე. ამასთან, ნებისმიერ ასეთ საჰაერო ხომალდს უფლება ეძლევა სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის კონტროლის ქვეშ ბორტზე მიიღოს საწვავი, წყალი, სურსათი და სხვა საჭირო მარაგ