„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა  და  საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქვეყნის ტერიტორიაზე სანიტარიულ-საკარანტინო და ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებების შემოტანისა და შემდგომი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, დამტკიცდეს თანდართული:

1. „საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემა“ (დანართი №1).

2. „სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესი“ (დანართი №2).

3. „საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი საზღვაო პორტების, აეროპორტების, სახმელეთო სასაზღვრო გადასასვლელების – სასაზღვრო ინსპექციის პუნქტების ნუსხა, სადაც ხორციელდება სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლი“ (დანართი №3).

4. „მოწმობა გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების/მოწმობა გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების შესახებ“ (დანართი №4).

5. „საზღვაო სამედიცინო-სანიტარიული დეკლარაცია“ (დანართი №5).

6. შტამპი − „სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლი ჩატარებულია“ (დანართი №6).

7. „საჰაერო ხომალდის საერთო დეკლარაციის სანიტარიული ნაწილი“ (დანართი №7).

8. „მოწმობა ვაქცინაციის ან პროფილაქტიკის ჩატარების შესახებ“ (დანართი №8).

9. „დასენიანებული რეგიონიდან ჩამოსული მგზავრის სააღრიცხვო ბარათი“ (დანართი №9).

10. „გამოვლინებათა აღრიცხვის ფორმა“ (დანართი №10).

11. შტამპი − „ვადის გაგრძელება“ (დანართი №11).

12. შტამპი − „იხილეთ დანართი“ (დანართი №12).