1. დაავადებული ადამიანის გვამის შემოტანა საქართველოს საზღვარზე არ შეიძლება, თუ მას სრულყოფილად არ აქვს ჩატარებული ბალზამირება, არ არის მოთავსებული ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში, ან კრემირებული და არ ახლავს თან სამინისტროს თანხმობა.
2. სანიტარიული წესები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოქმედი საერთაშორისო მედიკო-სანიტარიული წესების შესაბამისად უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს სატრანსპორტო საშუალებების მიმართ, მოცემულია მე-2 დანართში.
ღონისძიებები, რომელიც ეხება საერთაშორისო გადაზიდვებს,ტვირთებს, საქონელს, ბარგსა და ფოსტას