სამედიცინო დაწესებულებებმა, მათი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმის მიუხედავად, ასევე პირებმა, რომლებიც ეწევიან კერძო სამედიცინო პრაქტიკას, დაუყოვნებლივ (არა უგვიანეს 24 საათისა) უნდა აცნობონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივ ორგანოებს დაავადების თითოეული შემთხვევის შესახებ, მასზე ეჭვმიტანილი და დაავადების გამომწვევის მტარებელი პირების გამოვლენის, ხოლო იმპორტულ საკვებ პროდუქტებთან ან ტოქსიკური ნივთიერების ზემოქმედებასთან დაკავშირებული არაინფექციური დაავადებების (მოშხამვების) შემთხვევების შესახებ აცნობონ სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურებსა და დაწესებულებებს.

თავი IV

ქვეყნის ტერიტორიის სანიტარიული დაცვის ღონისძიებათა ორგანიზაცია