1. კარიერული საკონსულო თანამდებობის პირები მიმღებ სახელმწიფოში არ უნდა ეწეოდნენ რაიმე პროფესიულ ან კომერციულ საქმიანობას პირადი შემოსავლის მიღების მიზნით.

2. წინამდებარე თავით გათვალისწინებული პრივილეგიები და იმუნიტეტები არ ენიჭებათ:

(a) საკონსულო მოსამსახურეებს ან კერძო მოსამსახურეებს, რომლებიც მიმღებ სახელმწიფოში ეწევიან კერძო საქმიანობას შემოსავლის მიღების მიზნით;

(b) წინამდებარე პუნქტის „a“ ქვეპუნქტში მითითებული პირის ოჯახის წევრებს ან ამ პირის კერძო მოსამსახურეებს;

(c) საკონსულო დაწესებულების წევრის ოჯახის წევრებს, რომლებიც თავად ეწევიან მიმღებ სახელმწიფოში კერძო საქმიანობას შემოსავლის მიღების მიზნით.

თავი III. რეჟიმი, რომელიც გამოიყენება საპატიო საკონსულო თანამდებობის პირებისა და იმ საკონსულო დაწესებულებების მიმართ, რომლებსაც ხელმძღვანელობენ ასეთი თანამდებობის პირე