1. საპატიო საკონსულო თანამდებობის პირის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი საკონსულო დაწესებულების საკონსულოს უძრავი ქონება, რომლის მესაკუთრე ან მოქირავნე არის წარმგზავნი სახელმწიფო, უნდა განთავისუფლდეს ყველა სახელმწიფო, რეგიონული ან მუნიციპალური მოსაკრებლისგან და გადასახადისგან, გარდა გაწეული კონკრეტული მომსახურების საფასურისა.

2. წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საგადასახადო შეღავათი არ ვრცელდება იმ მოსაკრებლებზე და გადასახადებზე, რომლებიც, მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობის თანახმად, უნდა გადაიხადოს იმ პირმა, რომელმაც ხელშეკრულება დადო წარმგზავნ სახელმწიფოსთა