მიმღებმა სახელმწიფომ, თავისი კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად, უნდა დართოს შემოტანის ნება და გაათავისუფლოს ყოველგვარი საბაჟო გადასახადისგან, გადასახადებისგან და დაკავშირებული მოსაკრებლებისგან, გარდა შენახვის, გადაზიდვისა და მსგავსი მომსახურების მოსაკრებლებისა, შემდეგი საგნები, იმ პირობით, რომ ისინი განკუთვნილია საპატიო საკონსულო თანამდებობის პირის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი საკონსულო დაწესებულების ოფიციალური გამოყენებისთვის: გერბები, დროშები, აბრები, ბეჭდები და შტამპები, წიგნები, ოფიციალური ნაბეჭდი მასალა, საოფისე ავეჯი, საოფისე აღჭურვილობა და მსგავსი საგნები, რომლებსაც საკონსულო დაწესებულება იღებს წარმგზავნი სახელმწიფოსაგან ან მისი მოთხოვნი
„საკონსულო ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენცია
მუხლი 62. განთავისუფლება საბაჟო გადასახადებისგან და საბაჟო შემოწმებისგან
თავი III — რეჟიმი, რომელიც გამოიყენება საპატიო საკონსულო თანამდებობის პირებისა და იმ საკონსულო დაწესებულებების მიმართ, რომლებსაც ხელმძღვანელობენ ასეთი თანამდებობის პირები
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
- საქმე №ას-511-484-2014
…ვრცელდება საკონსულო დაწესებულებებზე, რომელთაც ხელმძღვანელობენ საპატიო საკონსულო თანამდებობის პირები. გარდა ამისა, ამგვარი საკონსულო დაწესებულებების უპირატესობები, პრივილეგიები და იმუნიტეტები რეგულირდება 59-ე, მე-60, 61-ე და 62-ე მუხლებით. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე საპატიო კონსული აღჭურვილია კონვენციის 38-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებით, რომელიც მოიცავს უფლებას („b“…
მეზობელი მუხლები
- მუხლი 56. მესამე პირებისთვის შექმნილი რისკების დაზღვევა
- მუხლი 57. სპეციალური დებულებები შემოსავლის მიღების მიზნით კერძო საქმიანობის შესახებ
- მუხლი 58. ზოგადი დებულებები ხელსაყრელი პირობების, პრივილეგიების და იმუნიტეტების შესახებ
- მუხლი 59. საკონსულოს უძრავი ქონების დაცვა
- მუხლი 60. საკონსულოს უძრავი ქონების გადასახადებით დაბეგვრისგან განთავისუფლება
- მუხლი 61. საკონსულო არქივებისა და დოკუმენტების ხელშეუხებლობა
- მუხლი 63. სისხლისსამართლებრივი წარმოება
- მუხლი 65. უცხოელთა რეგისტრაციისგან და ცხოვრების ნებართვის მიღებისგან განთავისუფლება
- მუხლი 67. განთავისუფლება პერსონალური მოვალეობებისგან და გადასახადებისგან
- მუხლი 69. საკონსულო აგენტები, რომლებიც არ არიან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელები
- მუხლი 70. საკონსულო ფუნქციების შესრულება დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საკონსულო ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენცია, მუხლი 62. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6457868/muxli-62/