მუხლი 1🔗
1.სანიტარიული წესები და ნორმები «საქართველოს ტერიტორიის სანიტარიული დაცვა“ (შემდგომში _ სანიტარიული წესები) შემუშავებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 1999 წლის 16 აპრილს რატიფიცირებული საერთაშორისო კონვენციის „საზღვრებზე ტვირთის კონტროლის ჩატარების პირობების შეთანხმების შესახებ“, საერთაშორისო მედიკო-სანიტარიული წესების, საქართველოს კანონების „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ», „სახელმწიფო საზღვრის დაცვის შესახებ“, „საბაჟო კოდექსის“ საფუძველზე და ადგენს მოთხოვნებს იმ ღონისძიებათა ორგანიზების, ჩატარებისა და შესრულების უზრუნველსაყოფად, რომლებიც მიმართულია საქართველოს ტერიტორიაზე საკარანტინო დაავადებების, კონტაგიოზური ვირუსულ-ჰემორაგიული ცხელებების, მალარიისა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში ფეხსახსრიანებით გადამტანი სხვა ინფექციური დაავადებების შემოტანისა და გავრცელების ასაცილებლად; ქვეყნის ტერიტორიაზე, ასევე ენდემიურ ბუნებრივ კერებში ამ ინფექციების შემოტანისა ან გამოვლენისას დაავადებათა შემთხვევების კერის ლოკალიზაციასა და ლიკვიდაციას; აგრეთვე ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში ტვირთების შემოტანისა და გადაადგილების აღკვეთა