1. ვარგისად შეფასების შემდეგ ავიასამედიცინო ცენტრი/ავიასამედიცინო ექსპერტი ამზადებს და ბორტგამყოლს გადასცემს სამედიცინო შემოწმების ანგარიშს.

2. სამედიცინო შემოწმების ანგარიშის და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის ასლები  ეგზავნება ბორტგამყოლის დამსაქმებელს.

3. ბორტგამყოლის სამედიცინო შემოწმების ანგარიშში ასახული უნდა იყოს ვარგისობის შეფასების თარიღი, ინფორმაცია განმცხადებლის ვარგისობის შესახებ, მომდევნო  ვარგისობის შეფასების თარიღი და საჭიროების შემთხვევაში, რომელიმე შეზღუდვა (შეზღუდვები).

4. ბორტგამყოლის სამედიცინო შემოწმების ანგარიშში არსებული ყველა სხვა ინფორმაცია დაცულია ინფორმაციის კონფიდენციალურობის პრინციპით, ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისა