მუხლი 79. საავიაციო სამედიცინო შემოწმების მოცულობა
თავი VIII — ბორტგამყოლის სამედიცინო სერტიფიკატის მფლობელის მიმართ წაყენებული სამედიცინო მოთხოვნები
1. პირველადი გამოკვლევა მოიცავს განმცხადებლის სამედიცინო ისტორიის შეფასებას და შემდეგ გამოკვლევებს:
ა) კარდიოვასკულარული სისტემა;
ბ) რესპირატორული სისტემა;
გ) საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა;
დ) ოტორინოლარინგოლოგიური კვლევა;
ე) მხედველობის სისტემა;
ვ) ფერების აღქმა.
2. ყოველი მომდევნო გამოკვლევა უნდა მოიცავდეს ბორტგამყოლის სამედიცინო ისტორიის შეფასებას და სამედიცინო პრაქტიკიდან გამომდინარე, აუცილებელ გამოკვლევებს.
3. საეჭვო შემთხვევაში ან სამედიცინო ჩვენების დროს, ბორტგამყოლის გამოკვლევა უნდა მოიცავდეს ნებისმიერ დამატებით გამოკვლევას, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის ავიასამედიცინო ცენტრი/ავიასამედიცინო ექსპერტ